ლუკოილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკოილი
შვილობილ(ებ)ი ლუკოილ-ჯორჯია

ლუკოილი (რუს. Лукойл) — რუსული ნავთობმომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი კომპანია შტაბ-ბინით მოსკოვში. კომპანიის სახელწოდება შედგება კომპანიის სამი ძირითადი საბადოს სახელწოდების პირველი ასოსგან (ლანგელასი, ურაი, კოგალიმი) და სიტყვისგან „ოილ“ (ინგლ. oil — ნავთობი)[1][2].

რუსეთის სიდიდით მეორე შემოსავლიანი კომპანია გაზპრომის შემდეგ.[3]. 2007 წლამდე იყო უმსხვილესი მოპოვებითი ნავთობკომპანია რუსეთში.[4].

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ლუკოილი“ საქართველოში წარმოდგენილია შვილობილი კომპანიის „ლუკოილ-ჯორჯიას“ სახით.

2021 წლის აგვისტოდან საქართველოში ფიზიკურმა პირებმა და კერძო კომპანიებმა „ლუკოილის“ ბარათებითა და ტალონებით საწვავი ვერ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკვე გადახდილი ჰქონდათ. „ლუკოილ-ჯორჯიას“ განმარტების მიხედვით, ამის მიზეზი კომპანია „უნიგრუპთან“ გაწყვეტილი ხელშეკრულება გახდა, რომელიც საწვავის გაყიდვაზე მესამე პირებთან ხელშეკრულებას აფორმებდა. დაზარალებული მოქალაქეები და ბიზნესსუბიექტები კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიას“ თაღლითობაში ადანაშაულებენ და მათ მიერ შესყიდული საწვავის მიღებას ითხოვენ.[5] გამოცემა bm.ge-ს ცნობით, არ არის გამორიცხული ლუკოილისა და უნიგრუპის საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]