სასტვენა
სასტვენა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Melandrium | ||||||||||||||
|
სასტვენა (ლათ. Melandrium) — ყვავილოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახებია. მოპირისპირე ფოთლები და ორსქესიანი ან ერთსქესიანი ყვავილები აქვთ.
გვარში 100-მდე სახეობაა, რომლებიც ორივე ნახევარსფეროშია გავრცელებული. ამათგან, საქართველოში 6 სახეობაა ცნობილი. იზრდება ნახევრად უდაბნოებისა და ტყის სარტყელში მშრალ, ღორღიან ფერდობებზე, ტყისპირებზე, ტყეებში, დასარეველიანებულ ადგილებში, ნათესებში. ზოგიერთ სახეობას დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ღვიანიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 126.