ბათუმის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბათუმის ყურე
Warhammer 819 batumi port.jpg
ბათუმის ყურე
კოორდინატები 41°39′23″ ჩ. გ. 41°39′34″ ა. გ. / 41.65639° ჩ. გ. 41.65944° ა. გ. / 41.65639; 41.65944
აუზი შავი ზღვა
ქვეყნები საქართველოს დროშა საქართველო
ტიპი ყურე
მაქსიმალური სიღრმე 58
ბათუმის ყურე — საქართველო
ბათუმის ყურე

ბათუმის ყურე — ყურე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბათუმის კონცხით დაცულია აქ გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთი დინებისა და დასავლეთ ქარისაგან. ყურის დასავლეთ ნაწილში გაშენებულია ბათუმის ნავსადგური და საზღვაო ვაგზალი. მაქსიმალური სიღრმე 58 მ.[1] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სიღრმე 10 მ-დე ეცემა. ფსკერი ლამიან-ქვიშიანია. სოხუმისა და ბიჭვინთის ყურეებთან ერთად წარმოადგენს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უდიდეს ყურეს.[2] პლაჟი მოსწორებულია და განიერი. ღიაა ჩრდილოეთისაკენ. ბათუმის ყურეს ერთვის მდინარეები ყოროლისწყალი და ბარცხანა. დასავლეთიდან შემოსაზღვრულია ბათუმის კონცხით. ბათუმის ყურის ნაპირას გაშენებულია ქალაქი ბათუმი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალექსანდრე ტერელაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 335.
  2. Берадзе Т. Н. Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии. — Тб, 1989.
  3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო