ქაშაყისებრნი
იერსახე
| ქაშაყისებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Clupea harengus | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Clupeidae | ||||||||||||
| ||||||||||||
ქაშაყისებრნი (ლათ. Clupeidae) — თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. მათი სხეული სიგრძე 35-45 სმ, იშვიათად 75 სმ აღწევს. შეიცავს 50-მდე გვარს და 160 სახეობას. ფართოდაა გავრცელებული. ქაშაყისებრთა უმრავლესობა ზღვის ბინადარია, მცირე რაოდენობა გამსვლელია ან მტკნარ წყალში ცხოვრობს. დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვთ საზღვაო თევზჭერაში. მისი მსოფლიო ნათევზავები 5 მლნ. ტონას აღწევს წელიწადში. იყენებენ დამარილებულს, შებოლილს და დაკონსერვებულს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 495.