სან-მილან-დე-სუსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სან-მილან-დე-სუსო

სან-მილან-დე-სუსო (ესპ. Monasterio de San Millán de Suso; წმინდა ემილიანეს ზემო მონასტერი) — მონასტერი ჩრდილოეთ ესპანეთში. მდებარეობს მდინარე კარდენას მარჯვენა სანაპიროზე, სან-მილან-დე-ლა-კოგოლიას მუნიციპალიტეტში, ლა-რიოხას პროვინციაში. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუა რიცხვებში წმინდა ემილიან კუკულატის საცხოვრებელ ადგილზე. მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობდა XII საუკუნემდე. შენობა აგებულია ქვიშაქვით. აერთიანებს რომანულ და მოსარაბიულ სტილებს.

მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულია გრაგნილების არქივი. X საუკუნეში აქ შეიქმნა ესპანურენოვანი ერთ-ერთი პირველი ძეგლი - ემილიანური გლოსები. 1977 წლის ნოემბერში სან-მილან-დე-სუსოში აღინიშნა ესპანური ენის 1000 წლის იუბილე.

დასახელება ძველკასტილიურ დიალექტზე აღნიშნავს - "წმინდა ემილიანეს ზემო მონასტერს". ასევე არსებობს წმინდა ემილიანეს ქვემო მონასტერიც - სან-მილან-დე-იუსო, რომელიც შედარებით გვინაა დაარსებული. ორივე მონასტერი 1997 წელს აღიარებულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად.[1] ორივე მონასტერი წარმოადგენს პილიგრიმულ ადგილებს. მონასტრის ეკლესიაში მდებარეობს წმინდა ემილიანეს აკლდამა.[2] XIII საუკუნეში იქ დაკრძალეს ბერი და პოეტი გონსალო დე ბერსეო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]