სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი
Коммендантский дом.jpg
კოორდინატები: 59°56′59″ ჩ. გ. 30°19′00″ ა. გ. / 59.94972° ჩ. გ. 30.31667° ა. გ. / 59.94972; 30.31667
დაარსდა 1908
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი (სანქტ-პეტერბურგი)
Museum icon.svg

სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი (რუს. Государственный музей истории Санкт-Петербурга) — ერთ-ერთი უმსხვილესი მუზეუმი რუსეთში, რომელშიც წარმოდგენილია ჩრდილოეთის დედაქალაქის ისტორია, კულტურა და ყოფა-ცხოვრება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი პეტერბურგის მუზეუმი, პირველი მუზეუმი, რომელიც ეძღვნებოდა ქალაქის ისტორიას, დაარსდა არქიტექტორ-მხატვრების საზოგადოების ინიციატივით. ქალაქის ისტორიის მუზეუმის დაარსების იდეა არსებობდა ჯერ კიდევ 1907 წლიდან. 1908 წლის 12 დეკემბერს ხელი მოაწერეს მუზეუმის დაარსებას. მისი პირველი დირექტორი გახდა ალექსანდრე ბენუა, მოგვიანებით იგი შეცვალა პეტრე ვეინერმა. მუზეუმი განთავსებული იყო პავლე სიუზორის სახლში, სადაც მდებარეობდა 10 წლის განმავლობაში.

ქალაქის მუზეუმი შეიქმნა პეტროგრადში განათლების სახალხო კომისრის 1918 წლის 4 ოქტომბრის დეკრეტის საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერა ანატოლი ლუნაჩარსკიმ.

ჯერ კიდევ 1918 წლის გაზაფხულზე მუზეუმის წინასწარი ამოცანებისა და ორგანიზაციის შემუშავებისათვის შეიქმნა კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვ. რ. მენჟინსკი. მოგვიანებით, კომისია გადაკეთდა მუზეუმის სამუშაო კოლეგიად (საბჭო), მათ შორის იყვნენ: ვ. რ. მენჟინსკი (თავმჯდომარე), ლ. ა. ილინი (თავმჯდომარის მოადგილე), ზ. გ. ფრენკელი, მ. ნ. პეტროვი, ე. ზაზისლოვსკაია, მ. პ. კაპიცა, გ. დ. დუბელირი, პ. პ. ვაინერი.

მუზეუმის შექმნაზე აქტიურად მუშაობდნენ: ა. ი. ბელობოროდოვი, ა. ნ. ბენუა, ს. კ. ისაკოვი, ი. ა. ფომინი, კ. კ. რომანოვი და სხვები. მუზეუმის დირექტორად 1918 წელს დანიშნეს ლ. ა. ილინი.

1918 წლის დასასრულს ქალაქის მუზეუმის შემადგენლობაში შედიოდა 13 დანაყოფი, მათ შორის არქიტექტურულ-სამშენებლო, თეატრალური, განყოფილება „ხელოვნება ქალაქის ცხოვრებაში“. 1920 წლის აგვისტოში მუზეუმი განათლების სახალხო კომისარიატის დაქვემდებარებიდან გადავიდა ქალაქის კომუნალური მეურნეობის ბალანსზე.

1923 წელს მუზეუმს გადაეცა სამეცნიერო-სამხატვრო ბიუროს ქვედანაყოფი პეტროგრადის ქალაქთმშენებლობის საგუბერნიო კომუნალური მეურნეობა.

1935 წელს მუზეუმის შენობა გადაეცა პიონერთა საკავშირო ორგანიზაციას, რათა მასში განეთავსებინათ პიონერთა სასახლე.

1938 წელს მუზეუმს ეწოდა „ლენინგრადის ისტორიისა და განვითარების მუზეუმი“, ექსპონატები განათავსეს რუმიანცევის სახლში, ინგლისის სანაპიროზე. მუზეუმმა კიდევ ორჯერ გამოიცვალა სახელწოდება: 1951 წელს მას უწოდეს ლენინგრადის არქიტექტურის მუზეუმი, ხოლო 1953 წელს — ლენინგრადის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი.

1954-1987 წლებში მუზეუმს ხელმძღვანელობდა ლიუდმილა ბელოვა. 1954 წელს მუზეუმს გადაეცა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის მთელი რიგი ობიექტები, სადაც განათავსეს ფონდების დიდი ნაწილი. მუზეუმის ფილიალები გახდნენ ისააკის ტაძარი (1963 წ.), ორეშენის ციხესიმაგრე (1965 წ.), სმოლნის საკათედრო ტაძარი (1974 წ.) და სანქტ-პეტერბურგის პანტელეიმონის ეკლესია (1974 წ.). 1976-1986 წლებში მუზეუმის ფილიალები გახდნენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმები პუშკინში, ლომონოსოვში და ზელენოგორსკში.

1993 წელს ქალაქს დაუბრუნდა ისტორიული სახელი და მუზეუმა მიიღო თავისი ამჟამინდელი სახელწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Казусь И. А. Советская архитектура 1920-х годов: организация проектирования. — Прогресс-Традиция, 2009. — С. 252—253. — 488 с. — ISBN 5-89826-291-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]