შინაარსზე გადასვლა

სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ეკლესია (სმოლენსკის სასაფლაო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ეკლესია (სმოლენსკის სასაფლაო) — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ეკლესია (სმოლენსკის სასაფლაო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′47″ ჩ. გ. 30°15′10″ ა. გ. / 59.94639° ჩ. გ. 30.25278° ა. გ. / 59.94639; 30.25278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810157000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვ. დემიანოვსკი
ხუროთმოძღვრული სტილი ნარიშკინების ბაროკო
თარიღდება XX საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის აღდგომის ეკლესია (რუს. Воскресенская церковь) — მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. მიწერილია სანქტ-პეტერბურგის სმოლენსკის ეკლესიაზე. ეკლესია შენდებოდა 1901-1903 წლებში. ეკლესია ღიაა მხოლოდ კვირაობით[1]. მიეკუთვნება მოსკოვური ანუ ნარიშკინების ბაროკოს სტილს.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

1857 წელს სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაოს გაფართოებასთან დაკავშირებით, მიირეს გადაწყვეტილება აეშენებნათ მიძინების ტაძარი. მისი პროექტი შექმნა არქიტექტორმა დავიდ გრიმმა ბიზანტიურ სტილში კონსტანტინოპოლის აია-სოფიას ტაძრის იმიტირებით. პროექტი მხოლოდ 1884 წელს დაამტკიცეს, მაგრამ მშენებლობისათვის ფინანსები არ ჩანდა. თხუთმეტი წლის შემედეგ არქიტექტორმა ვ. დემიანოვსკმა შექმნა ეკლესიის ახალი პროექტი, ამ დროს მას უკვე აღდგომის სახელი ერქვა და გადაწყვეტილი იყო ნარიშკინების ბაროკოს სტილში, რომელიც რუსეთში გავრცელებული იყო XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში. პროექტი დაამტკიცეს და ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1901 წლის 16 ივნისს. ეკლესიის სამშენებლო სამუშაოებისა და ტაძრის მოწყობის საფასური იყო 200 000 რუბლი.

1903 წლის 16 ივნისს გდოვის ეპისკოპოსმა კონსტანტინე ბულიჩევმა აკურთხა ეკლესიის კუთხის ეგვტერი ღვთისმშობლის ხატის „გააქრე ჩემი მწუხარების“ სახელზე. ამავე წლის 30 ივნისს ნარვის ეპისკოპოსმა ანტონინ გრანოვსკიმ აკურთხა მარცხენა ეგვტერი ყველა წმინდანის სახელზე.

1904 წლის 2 მაისს ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს უფლის აღდგომის სახელზე. საკურთხეველი შეამკეს ბაროკოს სტილში შესრულებული, მოოქროვილი კანკელით, რომელიც დაამზადეს ვიქტორ ვასნეცოვის ესკიზის მიხედვით.

1921 წლის 10 აგვისტოს ტაძარში დაკრძალეს ალექსანდრე ბლოკი.

1930 წლის იანვარში საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა და გადააკეთეს საერთო საცხოვრებლად. საეკლესიო ფასეულობები და ინტერიერი გაანადგურეს. სამივე გუმბათი დაანგრიეს. 1977 წელს ეკლესიის შენობაში განათავსეს სატუმბი სადგური. სამუშაოების დროს დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები. 1989 წელს სამუშაოები შეწყდა.

1991 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. 2010-იანი წლების პირველ ნახევარში აღადგინეს გუმბათი. 2016 წელს ბეტონის ღობე შეცვალეს მეტალის მოაჯირებით.

ტაძრის სარდაფში მოაწყვეს ორიარუსიანი აკლდამა 176 ადგილზე გათვლილი. იატაკქვეშა აკლდამაში დამონტაჟებული იყო სავენტილაციო სისტემა.

  • Храм Светлого Христова Воскресения на Смоленском кладбище в С.-Петербурге / Печатать разрешается. СПб, 11 мая 1904 года. Протоиерей Философ Орнатский. — Издание в пользу Дома трудолюбия в память рабы Божией Ксении. — СПб.: Типо-литография М. Н. Фроловой. Галерная улица, д. №6, 1904. — 16 с.
  • В.И.Саитов (составитель), по поруч. Вел. Кн. Николая Михайловича. Петербургский некрополь, том I (А-Г), том II (Д-Л), том III (М-Р), том IV (С-Фита). — СПб., типогр. М.М.Стасюлевича, 5 лин. В.О., д.28, 1912-1913.
  • Колышев А. Л. Храм у святых ворот Смоленского кладбища. СПб, 1997, 72 с.
  • Александр Валерьевич Кобак, Юрий Минаевич Пирютко. Исторические кладбища Санкт-Петербурга. — М.: Центрполиграф, Издание 2-е, дораб. и испр., 2011. — ISBN 978-5-227-02688-0.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]