სანტანა (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანტანა
Santana (1971).png
ჯგუფი 1971 წელს.
ბიოგრაფია
მეტსახელი Santana Blues Band
წარმოშობა სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1966–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი santana.com
წევრები

ძირითადი

სანტანა (Santana) — ამერიკული ლათინური როკის ჟანრის ჯგუფი, ჩამოყალიბებული სან-ფრანცისკოში (კალიფორნია) 1966 წელს, გიტარისტ კარლოს სანტანას მიერ. პირველი წარმატება მოიპოვა კომპოზიციით „Soul Sacrifice“, რომელიც ვუდსტოკის ფესტივალზე შეასრულა. ამას მოჰყვა ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, Santana. წარმატება ჰქონდა შემდეგ ორ დისკსაც - Abraxas და Santana III. შემდგომ წლებში ჯგუფის შემადგენლობის შეცვლა ხშირად ხდებოდა. კარლოსს ურთიერთობა ჰქონდა გურუ სრი ჩინმოისთან, რამაც ჯგუფი უფრო ეზოთერული მუსიკის განხრით წაიყვანა - თუმცა ლათინური მუსიკის ელემენტების დაკარგვის გარეშე.

1998 წელს სანტანა შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, წევრების, კარლოსის, ხოსე არეასის, დევიდ ბრაუნის, გრეგ როლის, მაიკ კარაბელოს და მაიკლ შრივის სახით[6].

ჯგუფი არის ცხრა გრემის და სამი ლათინური გრემის მფლობელი. კარლოსს გრემი, როგორც სოლო შემსრულებელს, მიღებული აქვს 1988 წელს. ჯგუფმა მსოფლიო მასშტაბით გაყიდა 90 მილიონზე მეტი ალბომი და ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად იქცა.[7] 2013 წელს ცნობილი გახდა ჯგუფის კლასიკური შემადგენლობის აღდგენის შესახებ. ამ შემადგენლობით ჩაიწერა ახალი დისკი, Santana IV, გამოცემული 2016 წლის აპრილში.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სანტანას დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pop/Rock » Rock & Roll/Roots » Latin Rock. AllMusic. All Media Network. წაკითხვის თარიღი: October 28, 2016.
  2. Mojo (2007). The Mojo Collection: The Ultimate Music Companion, 4th, Canongate Books, გვ. 213. ISBN 978-1-8419-5973-3. 
  3. Strong, Martin Charles; Griffin, Brendon (2008) Lights, camera, sound tracks. Canongate, გვ. 525. ISBN 978-1-84767-003-8. 
  4. Fletcher, Amy L. (2012). "Acid Rock", The Guide to United States Popular Culture. Popular Press, გვ. 7–8. ISBN 978-0-313-32944-9. 
  5. Pacini Hernández, Deborah (Spring 2000). "A Tale of Two Cities: A Comparative Analysis of Los Angeles Chicano and Nuyorican Engagement with Rock and Roll". Centro Journal 11 (2): 79.
  6. "Santana". Rock and Roll Hall of Fame. Retrieved 16 April 2013.
  7. An Intimate Evening with Santana: Greatest Hits Live“, Las Vegas Sun, 13 September 2012.