სანდრიაანთ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანდრიაანთ ციხეარქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა. დგას სოფელ ქვემო ხოდაშნის სამხრეთით, 1-1,5 კილომეტრზე, სწორ ადგილზე. სავარაუდოდ, თარიღდება XVIII საუკუნის მეორე ნახევრით.

კოშკი წრიულია (გარე ფუძის დონეზე დაახლოებით 9,5 მეტრამდეა, კედლის სისქე კი — 2 მ). ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია ერთი სართულის სიმაღლეზე, მაგრამ მასაც გარე პერანგი, მთელ პერიმეტრზე, მონგრეული აქვს. ჩრდილოეთიდან კი მიწაყრილი ფარავს. შესასვლელი კოშკს, სავარაუდოდ, მეორე სართულზე ჰქონდა. პირველი სართული რვაწახნაგა ოთახია. წახნაგებიდან ექვსში თითო, განიერი, შეისრულთაღიანი, ღრმა ნიშაა მოწყობილი. ერთში, აღმოსავლეთით მდებარე მდებარე ღერძულ წახნაგში — მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედში შესასვლელი. მის მოპირდაპირე წახნაგში ნახევარწრიული ბუხარია, ამჟამად ნიშებიდან ზურგის კედელი მხოლოდ სამ, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ნიშასღა შემორჩა. სამივე ნიშას ზურგის მხარე ყრუ ჰქონდა. სართული გადახურულია რიყის წვრილი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი კამრით, რასაც განაკვეთში ძაბრისებრი ფორმა აქვს. კამარის მრუდში ორი, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, მათგან ერთი — დასავლეთითაა, მეორე სამხრეთით. სარკმლების ღიობები შიგნიდან გარეთკენ მკვეთრად მაღლდება.

კოშკის წინ მოზრდილი, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული შენობის ნაშთებია, რომლებიც ეკალბარდებითაა დაფარული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]