შინაარსზე გადასვლა

სანაპანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანაპანა — ერთ-ერთი იმ მრავალ მომთაბარე ტომთაგან, რომლებიც ქვემო გრან-ჩაკოში სახლობდნენ, დასავლეთ პარაგვაიში. 1930-იან წლებში ცენტრალურ გრან-ჩაკოში მენონიტების დასახლებების გამოჩენისას, ბევრი მომთაბარე ტომი მათ სიახლოვეს დასახლდა. მენონიტებმა მათთვის მისიები დააფუძნეს. სანაპანა და ლენგუას ხალხი მისიონ-ლა-ესპერანსაში დასახლდნენ, ქალაქ ფილადელფიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პანამერიკულ გზატკეცილთან. სანაპანაც და ლენგუაც თავის თავს „ენჰლიტს“ უწოდებს, რაც „ხალხს“ ნიშნავს. მათი ენები ხშირად შეიცავს ესპანურ და გუარანის სიტყვებს, ზოგჯერ კი სიტყვებს მენონიტების ძირითადი ენიდან — ქვემო გერმანულიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]