სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები
Emblem of the Armed Forces of the Republic of Korea.png
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები
대한민국 국군 大韓民國國軍
დაეჰანმინგუკ გუკგუნ
დაარსდა 1948 წლის 15 აგვისტოს
შტაბი სეული, სამხრეთი კორეა
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია:
სახმელეთო ძალები/არმია Coat of arms of the Republic of Korea Army.svg არმია
სამხედრო-საჰაერო ძალები Logo of the Republic of Korea Air Force.png საჰაერო ძალები
სამხედრო-საზღვაო ძალები Naval jack of South Korea.svg საზღვაო ძალები
საზღვაო ქვეითები Flag of the Republic of Korea Marine Corps.svg საზღვაო ქვეითები
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე
მინისტრის წოდება სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი
გენერალური შტაბის მეთაური ადმირალი ჩოი იუნ-ჰი
შემადგენლობა
სამხედრო ასაკი 18-35 წ. (სავალდებულო), საომარი მდგომარეობისას 18-45 წ.
გაწვევა 21-24 თვე
სამხედრო მოსამსახურე 630 000 (2014)[1]
რეზერვი 2 970 000 (2014)[1]
ქვეყნის გარეთ დისლოცირებული ჯარისკაცები სამხრეთ კორეის საჯარისო ნაწილები განლაგებულია 15 ქვეყანაში, 1 389 ჯარისკაცი (ნოე 2014)
[2]
ინდუსტრია და დანახარჯები
ბიუჯეტი 35.7 ტრილიონი (2014)[1]
მშპ-ის პროცენტი 2.38 % (2014)[1]
საშინაო მომწოდებლები *Daewoo Shipbuilding & Marine Engineering
საგარეო მომწოდებლები *დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები (კორ. 대한민국 국군; ჰანჯა: 大韓民國國軍; დაეჰანმინგუკ გუკგუნ) — სამხრეთ კორეის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია: არმია, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და საზღვაო ქვეითები

შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია 630 000 ჯარისკაცი, ხოლო რეზერვშია 2 970 000 (2014)[1]. სამხრეთ კორეის საჯარისო ნაწილები, 1 389 ჯარისკაცი განლაგებულია 15 ქვეყანაში, მათ შორის ლიბანში - 316, ფილიპინებში - 297, სომალში - 299, სამხრეთ სუდანში - 290 და სხვ. 1994-2009 წლებში, სამხრეთ კორეის 88 ჯარისკაცი, გაეროს მისიის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე მსახურობდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 „국방백서 2014“ (PDF). December 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-09-28.
  2. „한국군 해외파병 현황“. 2014-11-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-28. ციტირების თარიღი: 2015-09-28.