სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი — მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალკაში. იგი აიგო 2015 წელს.[1] მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში დაცულია არქეოლოგიური მასალა, ადგილობრივი ყოფისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები, ფოტომასალა. მუზეუმში ნახავთ: უძველეს მეგალითურ კომპლექსებს, ციკლოპურ ციხეებს და „ვეშაპებს“ – მენჰირებს (II-I ათასწლეული), ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხების ველს და ყორღანებისკენ მიმავალ უძველეს საპროცესიო გზას, წალკის წყალსაცავის ფსკერზე ჩაძირულ ნასოფლარებსა და ეკლესიებს (სეზონურად), შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების ძეგლებს კლდეკარის ციხე-სიმაგრეს (IX საუკუნე); ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე განთავსებულ სოფელ ავრანლოს (ისტორიული თეზი) ციკლოპურ ციხეს, კანიონის კლდის გამოქვაბულებში ნაკვეთ ეკლესიებს და სხვას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]