სამუკაანთ წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამუკაანთ წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარელში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, უფასადოა. აღმოსავლეთით იგი სწორი კედლითაა დასრულებული. შენობა ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედლის შუაში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. თითო მსგავსი სარკმელია დანარჩენ კედლებშიც. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში მოწყობილია ერთი ოთხკუთხა ნიშა, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში — ორი. მსგავსი ორ-ორი ნიშა ამავე კედლების შუა ნაწილშიცაა. დასავლეთ ფასადზე, ფრონტონში, კედლის წყობაში შეღრმავებული ჯვრის გამოსახულებაა. შენობა დაბურულია კრამიტით, რომლის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]