შინაარსზე გადასვლა

სამსონ ჭანბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამსონ ჭანბა
აფხ. Самсон Иаков-иҧа Ҷанба
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1886(1886-06-18)[1]
დაბადების ადგილი ათარა, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1937[2] [1] [3]
საქმიანობა პოლიტიკოსი, პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ

სამსონ ჭანბა (აფხ. Самсон Кәагә-иԥа Ҷанба; დ. 18 ივნისი, 1886, ათარა, ახლანდ. ოჩამჩირის რაიონი — გ. 1937) — აფხაზი მწერალი, აფხაზური დრამატურგიის ფუძემდებელი.

ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა 1916 წელს. წერდა აფხაზურ და რუსულ ენებზე. 1920-30-იან წლებში რედაქტორობდა გაზეთს „აფსნი ყაფშს“ („წითელი აფხაზეთი“). იყო სკკპ წევრი 1921 წლიდან, აფხაზეთის განათლების სახალხო კომისარი (1921–1925, 1930–1932), აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (1925–1930), აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (1934–1937). დააპატიმრეს და დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ.