სამი სამეფოს ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩარლზ I-ის სამი პოზიცია მხატვარი - ვან დიკი, 1635–36

სამი სამეფოს ომები - ხანდახან უწოდებენ ბრიტანეთის სამოქალაქო ომებს, ჩამოაყალიბებული კონფლიქტების ერთობლივი სერია, რომელიც მოხდა ინგლისის, შოტლანდიის სამეფოებში და ირლანდიაში 1639 და 1651 წლებში. ინგლისის სამოქალაქო ომი გახდა ყველაზე ცნობილი ამ კონფლიქტებში: იგი ითვალისწინებდა მონარქიის გაუქმებას და სამეფო კარზე არსებული მონარქის, ჩარლზ I- ს სიკვდილით დასჯას ინგლისის პარლამენტის მიერ 1649 წელს.

ომების ამ ისტორიაში ხშირად გვხვდება აჯანყებები და კონფლიქტები, რომლებიც გაგრძელდა მეფის სიკვდილით დასჯის შემდეგაც 1660 წლამდე, ვიდრე არ აღდგა მონარქია ინგლისში. ომები იყო რელიგიურ და სამოქალაქო საკითხებში არსებული ფართო დაძაბულობის შედეგი. რელიგიური დავები გამოწვეული იყო შეკითხვით: რამდენად ჰქონდა უფლება მონარქს აერჩია ინდივიდის რელიგიური მიკუთვნებულობა? ხომ არ იყო რელიგია პიროვნების სინდისის გამოძახილი და იგი თავისუფალი იყო მის არჩევაში. სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებული დავა მდგომარეობდა მეფის მმართველობის დონეებში: რისი შეზღუდვის უფლება ჰქონდა მეფეს და უფლებრივად რა დამოკიდებლებაში უნდა ყოფილიყო იგი პარლამენტთან, შეეძლო თუ არა მეფეს ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება პარლამენტის თანხმობის გარეშე გადასახადების და შეიარაღებული ძალების გაზრდის შესახებ.

ომებს ასევე საფუძვლად ჰქონდათ ეროვნული კონფლიქტის ელემენტები, რადგან ირლანდია და შოტლანდია აჯანყდნენ ინგლისის უზენაესობის წინააღმდეგ სამი სამეფოს შემადგენლობაში. ინგლისის პარლამენტის ფართო და მტკიცე გამარჯვებამ (ოლივერ კრომველისა და ჯარის ქვეშ) მეფის, ირლანდიელებისა და შოტლანდიელების დაძლევაში, შემდეგ კი თვით კრომველის პროტექტორატის გადაჭარბებამ - ხელი შეუწყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მომავლის, როგორც საკონსტიტუციო მონარქიის ჩამოყალიბებას.

ამ ომებში შედიოდა 1639 და 1640 წლების ეპისკოპოსთა ომები ; 1641 წლის ირლანდიის აჯანყება ; ირლანდიის კონფედერატი, 1642–1649; 1644–1645 წლების შოტლანდიის სამოქალაქო ომი ; და კრომველის მიერ ირლანდიის დაპყრობა 1649 წელს (ჯამში თერთმეტ წლიანი ომი ან ირლანდიის კონფედერაციული ომები ); და ინგლისის პირველი (1642–1646), მეორე (1648–1649) და მესამე (1650–1651) სამოქალაქო ომები .

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1541 წლის შემდეგ, ინგლისის მონარქებმა თავიანთი ირლანდიის სამეფო შექმნეს, რომლითაც ჩაანაცვლეს ირლანდიის სალორდო და მართავდნენ ირლანდიის პარლამენტის დახმარებით, ხოლო ჰენრი VIII- მ მოახდინა უელსის უფრო მჭიდრო ინტეგრირება ინგლისის სამეფოში . შოტლანდიას, მესამე სამეფოს, მართავდა სტიუარტის სახლი . შესაბამისად, არსებობდა სამი: ირლანდიის, ინგლისის და შოტლანდიის სამეფოები.

ინგლისის რეფორმაციის გზით, მეფე ჰენრი VIII- მ თავი ინგლისის პროტესტანტული ეკლესიის მეთაურად დანიშნა და აკრძალა კათოლიციზმი ინგლისსა და უელსში. XVI საუკუნის განმავლობაში პროტესტანტიზმი მჭიდრო კავშირში იყო ინგლისის ეროვნულ იდენტურობასთან. კათოლიციზმი ეროვნულ მტრად განიხილებოდა, განსაკუთრებით ესპანეთთან და საფრანგეთთან კონკურენციის პირობებში. მაგრამ კათოლიციზმი ირლანდიელთა უმეტესობის რელიგიად დარჩა. მრავალი ირლანდელისათვის ეს იყო მშობლიური წინააღმდეგობის სიმბოლო ტუდორთა მიერ ირლანდიის დაპყრობის პროცესში.

შოტლანდიის მომავალი მეფე ჯეიმზი გაიზარდა რეგენტების მზრუნველობის ქვეშ. როდესაც მან ძალაუფლება მოიპოვა, ის მიისწრაფოდა ყოფილიყო „უნივერსალური მეფე“, რომელიც ემსახურებოდა მეფის მიერ დანიშნული ეპისკოპოსების ინგლისურ საეპისკოპოსო სისტემას. 1584 წელს მან წარადგინა ეპისკოპოსები შოტლანდიის ეკლესიაში, მაგრამ გადააწყდადა ძლიერ წინააღმდეგობას და იგი უნდა დათანხმებულიყო, რომ შოტლანდიის ეკლესიის გენერალური ასამბლეა განაგრძობდა ეკლესიის მართვას.

ერთი მონარქის ქვეშ მოქცეული სამი სამეფოს შეკავშირება მაშინ მოხდა, როდესაც შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-მ მემკვიდრეობით მიიღო ელიზაბეტ I- ს ინგლისის ტახტი 1603 წელს, რადგან იგი ელიზაბეტის უახლოეს ნათესავს წარმოადგენდა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI გახდა ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჯეიმზ I. 1625 წელს ჩარლზ I- ს გადაეცა მამის მემკვიდრეობა და დაეკისრა სამი ძირითადი საზრუნავი ინგლისსა და უელსთან დაკავშირებით: (1) როგორ დააფინანსოს მისი მთავრობა, (2) როგორ განახორციელოს ეკლესიის რეფორმირება და (3) როგორ უნდა შეზღუდოს ინგლისის პარლამენტის ჩარევა მის მმართველობაში. ამ დროს მან მცირე ინტერესი გამოხატა მისი სხვა ორი სამეფოს, შოტლანდიისა და ირლანდიის, მიმართ.

შოტლანდია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ VI დარჩა პროტესტანტი და აქტიურად ზრუნავდა, შეენარჩუნებინა ინგლისის ტახტზე მემკვიდრეობის უფლება. იგი გახდა ინგლისის მეფე ჯეიმზ I 1603 წელს და გადავიდა ლონდონში. ახლა უკვე ინგლისსა და შოტლანდიას ერთი მეფე ჰყავდა, თუმცა შოტლანდია რელიგიურ საკითხებში გარკვეული ავტონომიით სარგებლობდა. ჯეიმზი კონცენტრირებული იყო ინგლისის სასამართლოზე. მაგრამ მან გადაწყვიტა ჩარეულიყო ეკლესიის საშინაო საქმეებში: შეზღუდა შოტლანდიის ეკლესიის გენერალური ასამბლეის უფლებამოსილება და გაზარდა შოტლანდიის ეკლესიაში ეპისკოპოსთა რაოდენობა. 1618 წელს მან გამართა გენერალური ასამბლეა და შესთავაზა საეპისკოპოსო პრაქტიკის ხუთი მუხლი, რომლებიც ფართოდ იქნა ბოიკოტირებული.

მისი გარდაცვალების შემდეგ, 1625 წელს, ჯეიმზის მემკვიდრეობა მიიღო მისმა ვაჟი ჩარლზ I-მა, რომელიც მეფედ ეკურთხა 1633 წელს ედინბურგის წმინდა გილის ტაძარში, სრული ანგლიკანური რიტუალებით. ჩარლზი მამამისზე ნაკლებად გამოცდილი და თავშეკავებული იყო.

ინგლისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ინგლისის სამოქალაქო ომი.

ჩარლზმა გაიზიარა მამის რწმენა და მტკიცედ სწამდა, რომ მეფეებს გააჩნდათ ღვთიური უფლებები. ამ სტანდარტისადმი მისმა დაჟინებულმა მტკიცებამ სერიოზულად დააზარალა ურთიერთობები სამეფო გვირგვინსა და ინგლისის პარლამენტს შორის. ინგლისის ეკლესია კვლავ დარჩა დომინანტური, მაგრამ ძლიერმა პურიტანულმა უმცირესობამ, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტის დაახლოებით მესამედით, დაიწყო საკუთარი პრეტენზიების წამოყენება. მათ რელიგიურ პრინციპებს ბევრი რამ ჰქონდა საერთო პრესვიტერიანულ შოტლანდიასთან.

ინგლისის პარლამენტსა და მეფეს მუდმივად ჰქონდათ დავები გადასახადების, სამხედრო ხარჯების და მთავრობაში პარლამენტის როლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზს ჰქონდა მამის მსგავსი მოსაზრებები სამეფო პრეროგატივებთან დაკავშირებით, ჯეიმზი გამოირჩეოდა ქარიზმით და ჰქონდა უნარი, რომ დაერწმუნებინა პარლამენტარები მის აზროვნების სარგებლიანობაში. ჩარლზს არ ჰქონდა ასეთი უნარი. მან თავიდანვე განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა თავის მინისტრებს, მაღალი თანამდებობის მოხელეებს, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, რომლებიც მისი სიმპატიით სარგებლობდნენ. ის ანგარიშს არ უწევდა პარლამენტის აზრს. პარლამენტი მკაცრად აკრიტიკებდა მინისტრებს , რომელთა საქმიანობას ინგლისისთვის წარუმატებელი იყო და სარგებელი არ მოჰქონდა. მეფემ ურჩი პარლამენტი დაითხოვა , მაგრამ მის მიერ დაწესებული გადასახადები პარლამენტის გარეშე უკანონოდ ითვლებოდა. 1628 წელს ჩარლზი იძულებული გახდა, პარლამენტი მოეწვია. პარლამენტმა მეფეს წარუდგინა „პეტიცია უფლებათა შესახებ“, რაზეც პარლამენტმა უარი უთხრა და მეფემ კვლავ დაითხოვა პარლამენტი. 1639–1642 წლების განმავლობაში მრავალჯერ დადგა კრიზისის წინაშე, მან ვერ შეძლო ხელი შეეშალა მისი სამეფოების კინკლაობებისათვის და ეს ყოველივე საბოლოოდ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 1640 წლის ბოლოს მან კვლავ შეკრიბა პარლამენტი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც 'ხანგრძლივი პარლამენტი', რადგან მოქმედებდა 1653 წლამდე. განსხვავებით წინა პარლამენტისგან მეფეს ჩამოართვეს უფლებამოსილება, რომ დაეთხოვნა პარლამენტი და უკვე პარლამენტის წევრები წყვეტდნენ ამ საკითხს. იმავე წელს, გამოაქვეყნეს მეფისა და სასულიერო პირების მამხილებელი წერილი და საბოლოოდ პარლამენტმა მიაღწია მეფის სიკვდილით დასჯას.

ირლანდია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმავდროულად, ირლანდიის სამეფოში (სამეფოდ გამოცხადდა 1541 წელს, მაგრამ სრულად დაიპყრო სამეფო გვირგვინმა 1603 წელს), დაძაბულობა დაიწყო. თომას ვენტვორთი, ჩარლზ I- ის წარმომადგენელი ლორდი ირლანდიაში, აღშფოთდა რომაელი კათოლიკეების მიერ დაწესებული ახალი გადასახადებით და უარყო მათი უფლებამოსილება გადასახადებთან დაკავშირებით. ის ასევე დაუპირისპირდა ირლანდიელ კათოლიკეებსაც და მოითხოვდა მათი მიწების კონფისკაციას. მდგომარეობა ფეთქებადი გახდა 1639 წელს, როდესაც ვენტვორთმა შესთავაზა ირლანდიელი კათოლიკეებს გარკვეული რეფორმების გატარება, რის სანაცვლოდაც მათ უნდა დაეფინანსებინათ ირლანდიური არმიის შექმნა პროტესტანტი ოფიცრების მეთაურობით და შოტლანდიის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობა. ირლანდიის კათოლიკური არმიის შექმნის იდეა მოსახლეობამ მთავრობის მხრიდან ტირანიულ ნაბიჯად შეაფასა, რაც მიზნად ისახავდა შოტლანდიური და ინგლისური პარლამენტების შეშინებას, როგორც მუქარას ირლანდიის მხრიდან.

ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისისა და შოტლანდიის ჯარისკაცების შერიგება

ომების სერია შეიძლება დავყოთ სამ სამოქალაქო ომად:

1. ინგლისის პირველი სამოქალაქო ომი: 1642-1646 წწ
2. ინგლისის მეორე სამოქალაქო ომი: 1648-1649 წწ
3. ინგლისის მესამე სამოქალაქო ომი: 1649 - 1651 წწ

ინგლისის სამოქალაქო ომი 1642 წელს 'გაჩაღდა' მეფესა და პარლამენტს შორის.თავდაპირველად მეფის ჯარები (როიალისტები) წარმატებით ინრძოდნენ. მაგრად შოტლანდიელი პრესვიტერიანელების ძალები შეუერთდნენ ინგლისის პარლამენტს 1643 წლის მეორე ნახევარში და მთავარი როლი ითამაშეს პარლამენტის გამარჯვებაში. 2 წლის განმავლობაში მეფის ძალები მარცხდებოდნენ ახალი მოდელის არმიასთან ბრძოლებში. 1646 წლის 5 მაისს ჩარლზ I-მა იარაღი დაყარა შოტლანდიის არმიასთან, რასაც მოჰყვა ინგლისისა და უელსის სამეფო არმიების და გარნიზონის დანებება შემდგომ თვეებში. [1]

იმავდროულად, აჯანყებულმა ირლანდიელმა კათოლიკეებმა შექმნეს საკუთარი მთავრობა - ირლანდიის კონფედერატი, რათა დახმარებოდნენ როალისტებს რელიგიური შემწყნარებლობისა და პოლიტიკური ავტონომიის სანაცვლოდ. ინგლისისა და შოტლანდიის ჯარებმა იბრძოლეს ირლანდიაში, ხოლო ირლანდიელმა კონფედერატმა ჯარებმა 1644 წელს მოაწყეს ექსპედიცია შოტლანდიაში, რამაც გამოიწვია შოტლანდიის სამოქალაქო ომი. აქ როიალისტებმა გამარჯვებათა სერია მოიპოვეს 1644–1645 წლებში, მაგრამ ისინი გაანადგურეს ინგლისის პირველი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ პრესვიტერიანელთა ძალებმა.

იზრდებოდა დაპირისპირება ახალი მოდელის არმიასა და პარლამენტს შორის. პარლამენტის წევრი პრესვიტერიანელები შეეკვრნენ შოტლანდიელებს, მაშინ როცა როიალისტთა არმია უფრო და უფრო ძლიერდებოდა. საბოლოოდ კი, დაიწყო ინგლისის მეორე სამოქალაქო ომი. [1] პარლამენტში მეფის მომხრეებიც იყვნენ , ძირითადად,უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლები. ისინი მეფის უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ცდილობდნენ, სამეფოში ძველი წესრიგი შეენარჩუნებინათ.

მეფის მოწინააღმდეგეები კი ახალი ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას უჭერდნენ მხარს. ამ დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა ოლივერ კრომველი. დაპირისპირება მეფესა და პარლამენტის გარკვეული ნაწილს შორის უკიდურესად გამწვავდა. მეფე იძულებული გახდა, თავის მომხრეებთან ერთად დაეტოვებინა ლონდონი და იორკში დაბანაკებულიყო. კრომველმა 1645 წ. ნეიზბის ბრძოლაში გაანადგურა მეფის მომხრეები. ჩარლზმა კიდევ სცადა ბრძოლა ტახტისა და ხელისუფლების დასაბრუნებლად , მაგრამ ის ტყვედ ჩავარდა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „არაბუნებრივი , მკაცრი და სისხლისმღვრელი ომის დაწყებასა და გაგრძელებაში“ და მეფეს სიკვდილი მიუსაჯა. 1649 წელს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს და ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა. ჩარლზის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიწყო უმეფობის ხანა, როდესაც ინგლისელი პროტესტანტები გათავისუფლდნენ წნეხისგან. პრესვიტერიანელმა პარტიზანებმა გააუქმეს ინგლისის ეკლესია და ლორდთა სახლი. ახალი მოდელის არმიამ მოახდინა ირლანდიის და შოტლანდიის ოკუპირება, ირლანდიაში ახალ მთავრობას ჩამოართვეს მიწები, რომლებიც ეკუთვნოდათ კათოლიკეებს, როგორც სასჯელი 1641 წლის აჯანყებისთვის. 1658 წელს გარდაიცვალა ოლივერ კრომველი. 1660 წელს ჩარლზ II გახდა ინლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე. 1688 წელს ინგლისში დაემხო სტიუარტების დინასტია და სამეფო ტახტი დაიკავა უილიამ ორანელმა. ამ ყველაფერმა სათავე დაუდო თანამედროვე ბრიტანეთის ჩამოყალიბებას და კონსტიტუციურ მონარქიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]