შინაარსზე გადასვლა

სამეფო ოპერის თეატრი, ვალეტა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამეფო ოპერის თეატრი
ალტერნატიული სახელები Pjazza Teatru Rjal
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი ოპერის თეატრი
ქვეყანა მალტა
ქალაქი ვალეტა
მისამართი რესპუბლიკის ქუჩა
კოორდინატები 35°53′47″ ჩ. გ. 14°30′37″ ა. გ. / 35.8964389° ჩ. გ. 14.5103389° ა. გ. / 35.8964389; 14.5103389
დაიწყო 1866
დასრულდა 1866
ზომები და ტექნიკური დეტალები
ტევადობა 1295
არქიტექტორ(ებ)ი ედვარდ მიდლტონ ბარი
საიტი
pjazzateatrurjal.com

კოორდინატები: 35°53′48″N 14°30′37″E / 35.8967° ჩ. გ. 14.5103° ა. გ. / 35.8967; 14.5103სამეფო ოპერის თეატრი, ასევე ცნობილი როგორც სამეფო თეატრი (მალტ. It-Teatru Rjal, იტალ. Teatro Reale) — ოპერის თეატრი ვალეტაში, მალტა. იგი შეიქმნა ინგლისელი არქიტექტორის ედვარდ მიდლტონ ბარის მიერ და აშენდა 1866 წელს. 1873 წელს მისი ინტერიერი ხანძრისგან საკმაოდ დაზიანდა, მაგრამ საბოლოოდ აღდგა 1877 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს თეატრმა პირდაპირი დარტყმა მიიღო საჰაერო დაბომბვის შედეგად. განადგურებამდე ის ვალეტაში ერთ-ერთი ულამაზესი და ხატოვანი შენობა იყო.[1] თეატრის აღდგენის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იტალიელმა არქიტექტორმა რენცო პიანომ შექმნა შენობის აღდგენის ნახაზი და 2013 წელს მან კვლავ დაიწყო ფუნქციონირება სახელწოდებით Pjazza Teatru Rjal.[2]

დაბომბილი თეატრი
ოპერის თეატრი 1935 წელს.

შენობის პროექტი კოვენტ გარდენის თეატრის არქიტექტორს ედვარდ მიდლტონ ბარის მიანდეს, ხოლო კლასიკური დიზაინის გეგმა 1861 წელს დასრულდა.[3][4][5] თავდაპირველი ნახაზები შეიცვალეს, რადგან თეატრის მხარეს მდებარე ქუჩები არ იყო გათვალისწინებული შენების დროს. ამის შედეგად მალტელი არქიტექტორების მიერ შემუშავებულ ტრასას დაემატა Strada Reale (დღეს რესპუბლიკის ქუჩა).[6]

ოპერის მშენებლობა 1862 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც დაინგრა Casa della Giornata. ოთხი წლის შემდეგ, ოპერის თეატრი, 1095 და 200 სადგომის ტევადობით, მზად იყო ოფიციალური გახსნისთვის 1866 წლის 9 ოქტომბერს.[7] თეატრის ფუნქციონირება დიდხანს არ გაგრძელებულა; 1873 წლის 25 მაისს,[8] მისი გახსნიდან ექვსი წლის შემდეგ, ხანძარმა შენობის ნაწილი გაანადგურა[9]. თეატრის ექსტერიერი არ იყო დაზიანებული. გადაწყდა თეატრის აღდგენა და სამუშაოსთვის ტენდერების გაცემისა და ბევრი კამათის შემდეგ, წინა ნაწილის შეცვლის შესახებ, თეატრი მზად იყო. 1877 წლის 11 ოქტომბერს, ხანძრიდან თითქმის ოთხნახევარი წლის შემდეგ, თეატრი გაიხსნა ვერდის აიდას სპექტაკლით.

65 წლის შემდეგ სამეფო ოპერაში კვლავ ტრაგედია დატრიალდა. სამშაბათს, 1942 წლის 7 აპრილს, საღამოს, თეატრი გაანადგურა ლუფტვაფის ბომბდამშენმა. მეორე დილით მკვლევარებმა დაათვალიერეს თატრი და აღმოაჩინეს რომ აუდიტორიის სადგომების დიდი ნაწილი საერთოდ განადგურებული იყო, თუმცა ძლიერად არ იყო დაზიანებული თატრის სამხრეთ ნაწილი [10].

გადარჩენილი კონსტრუქციები 1950-იანი წლების ბოლოს უსაფრთხოების მიზნით გაამაგრეს. არსებობს მოსაზრება რომ, რომ მალტაში გერმანიის სამხედრო ტყვეებმა შესთავაზეს თეატრის აღდგენა 1946 წელს, თუმცა ამაზე უარი მიიღეს. ოპერის თეატრიდან მხოლოდ ტერასა და სვეტების ნაწილები გადარჩა.

ნანგრევები და რეკონსტრუქციის გეგმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლებული თეატრი

მიუხედავად იმისა, რომ დაბომბილი ადგილი ნანგრევებისა და დარჩენილი ქანდაკებებისგან იყო გაწმენდილი, ომის შემდგომი მთავრობების მიერ რეკონსტრუქცია რამდენჯერმე გადაიდო. 1953 წელს ექვსმა ცნობილმა არქიტექტორმა წარადგინა დიზაინები ახალი თეატრისთვის. კომიტეტმა აირჩია ზაველანი-როსის პროექტი და რეკომენდაცია მისცა მის მიღებას. პროექტი შეჩერდა შრომის ხელახალი არჩევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 1955-56 წლების ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 280,000 ფუნტი თეატრის რეკონსტრუქციისთვის, ეს თანხა არასოდეს ყოფილა გამოყენებული. 1957 წლისთვის პროექტი შეჩერდა და 1961 წლის შემდეგ ქვეყნის განვითარების გეგმებში თეატრის ყველა მითითება გამოტოვებულ იქნა. გასული საუკუნის 80-იან წლებში კონტაქტი დამყარდა არქიტექტორ რენცო პიანოსთან, რათა დაგეგმილიყო შენობის და ქალაქის შესასვლელის რეაბილიტაცია. პიანომ წარმოადგინა გეგმები, რომლებიც მთავრობამ დაამტკიცა 1990 წელს, მაგრამ მშენებლობა არ დაიწყო. საბოლოოდ თეატრის აღდგენა მოხერხდა 2013 წელს დიდი ძალისხმევის შედეგად.

  • Badger, George Percy (1869). Historical Guide to Malta and Gozo. Calleja, გვ. 218–219. 
  • Gauci, M. (2009). „New Light On Webster Paulson and his Architectural Idiosyncrasies“ (PDF). Proceedings of History Week (PHW). 12 (9): 137–150. ISBN 978-99932-7-400-1.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Valletta's Royal Opera House, from glamour to rubble (12 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 18 აპრილი 2021.
  2. Pjazza Teatru Rjal. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 10, 2019. ციტირების თარიღი: April 16, 2019
  3. Borg, Malcolm (2001). British Colonial Architecture: Malta, 1800-1900. Publishers Enterprises Group, გვ. 138. ISBN 978-9990903003. 
  4. Squires, Nick (8 May 2010). „Maltese anger at plans to rebuild Valletta“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 16 April 2019.
  5. Rix, Juliet (2015) Malta and Gozo. Bradt Travel Guides, გვ. 118. ISBN 978-1784770259. 
  6. „Sir Adrian Dingli“. Journal of the Maltese Historical Society. 1955. ციტირების თარიღი: 16 April 2019.
  7. Denaro, Victor F. (1959). Houses in Kingsway and Old Bakery Street, Valletta დაარქივებული 2015-11-17 საიტზე Wayback Machine. . Melita historica. Journal of the Malta Historical Society. 2 (4). p. 202.
  8. Denaro, Victor F. (1959). Houses in Kingsway and Old Bakery Street, Valletta დაარქივებული 2015-11-17 საიტზე Wayback Machine. . Melita historica. Journal of the Malta Historical Society. 2 (4). p. 202.
  9. Architect Andrea Vassallo დაარქივებული 2014-04-21 საიტზე Wayback Machine. . p. 228.
  10. Bonnici, Joseph; Cassar, Michael (1990) The Royal Opera House – Malta. Gutenberg Press, გვ. 79.