სამეფო კედრების ტყე
სამეფო კედრების ტყე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 34°14′37″ ჩ. გ. 36°02′54″ ა. გ. / 34.24361° ჩ. გ. 36.04833° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1998 (22-ე სესია) |
ნომერი | 850 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 850 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სამეფო კედრების ტყე — ლიბანის კედრის ერთ დროს ფართო ტყეების უკანასკნელი ნარჩენები დედამიწაზე, რომელიც ერთ დროს ლიბანის მთებში ყვაოდა. მის ხე-მასალას იყენებდნენ ასურელები, ბაბილონელები, სპარსელები თუ ფინიკიელები. მის მასალას ძველი ეგვიპტელებიც კი ყიდულობდნენ გემთმშენებლობისათვის. ამ კედრის მასალა გამოიყენა სოლომონ მეფემ იერუსალიმში ტაძრის აგებისას, მოგვიანებით კი ოსმალეთის იმპერიამ რკინიგზის მშენებლობისას.[1]
ერთ დროს, თითქმის მთელი ლიბანი კედრის ხშირ ტყეებში იყო გახვეული, სწორედ ამიტომ, დღეს ეს ხე დღეს ამ ქვეყნის სიმბოლოა. საუკუნეების განმავლობაში, მისი გამალებული გაჩეხვის შედეგად, ტყეების ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ისინი მხოლოდ მებში შემორჩა, სადაც ძირითად ხის ძირითად სახეობას წარმოადგენენ. ამის მაგალითია კადიშის ხეობის თავზე აღმართული მაკმელის მთა, სადაც კედარი ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე იზრდება.
კედარის მაქსიმალური სიმაღლე 35 მეტრია, ხოლო მერქნის გარშემოწერილობა 12-14 მეტრი.
ბიბლიურ კედარზე ზრუნვა სათავეს 1876 წლიდან იღებს, როდესაც დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად, 102 ჰექტარის ფართობზე გაშენებულ ნარგავებს, თხებისაგან დასაცავად, მაღალი, ქვის კედელი შემოარტყეს.
1998 წელს, იუნესკომ სამეფო კედრის შემორჩენილი ტყეები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- http://www.ikamalebanon.com/eco_tourism/north_et/north_cities_et/cedars.htm დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- The Cedars (Al Arz) დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- იუნესკოს საიტი