სამგზავრო ვაგონი
იერსახე
სამგზავრო ვაგონი — ვაგონის ტიპი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც საერთო (მგზავრთა გადასაყვანი, ვაგონ-რესტორანი, საფოსტო, საბარგო, ელექტროსადგურები და სხვა), ისე სპეციალური დანიშნულების (სამოსამსახურო, სანიტარული, ვაგონ-ლაბორატორია, ვაგონ-კლუბი და სხვა). სამგზავროს მიაკუთვნებენ აგრეთვე ტრამვაისა და მეტროპოლიტენის ვაგონებს. საერთო დანიშნულების ვაგონი შეიძლება იყოს კუპეებიანი (რბილი და მაგარი) ან უკუპეებო. თანამედროვე ვაგონს აქვს მთლიანლითონური კონსტრუქციის მზიდი ძარა, სავენტილაციო და ელექტროგანათების, ელექტრული ან წყლით გათბობის სისტემები, აგრეთვე დანადგარებიც, რომელთა დანიშნულებაა ცხელი წყლით მომარაგება და სასმელი წყლის გაცივება. დიზელ- და ელექტრომატარებლებს აკომპლექტებენ მატორიანი და მისაბმელი ვაგონებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 264-265.