სამბალპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
სამბალპური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 21°27′00″ ჩ. გ. 83°58′00″ ა. გ. / 21.45000° ჩ. გ. 83.96667° ა. გ. / 21.45000; 83.96667
ფართობი 50.75 კმ²
ცენტრის სიმაღლე 135±1 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 663
საფოსტო ინდექსი 768001
სამბალპური — ინდოეთი
სამბალპური

სამბალპური (ინგლ. Sambalpur) ― მეხუთე უდიდესი ქალაქი ინდოეთის შტატ ოდიშაში. მდებარეობს მდინარე მაჰანადის ნაპირებზე. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 335 761 ადამიანს შეადგენს.[1][2][3] სამბალპურის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პრეისტორიული დასახლებები. ქალაქში აწარმოებენ ამავე სახელწოდების მქონე სარის (sambalpuri bandha)

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მრავალი ტაძარი, ისტორიული შენობა და პარკი მდებარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორისაა: სამბალპურის უნივერსიტეტი, ვეერ სურენდრა საის სამედიცინო მეცნიერებათა და კვლევების ისტიტუტი, ვეერ სურენდრა საის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, სამბალპურის მენეჯმენტის ინდური ინსტიტუტი, ოდიშის სახელმწიფო ღია უნივერსიტეტი და განგადარ მეჰერის უნივერსიტეტი. სამბალპურში მდებარეობს ჰირაკუდის კაშხალი, აზიის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური ტბა.[4] ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამბალპურსა და მის შემოგარენში ბევრი კომერციული და სამთავრობო დაწესებულება განთავსდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბალპურის სახელწოდება მომდინარეობს ქალღმერთ სამალესვარის (ორია: ସମଲେଇ ମାଁ) სეხლიდან, რომელიც რეგიონის მთავარ ღვთაებად ითვლება.[5] რეგიონი, რომელშიც სამბალპური მდებარეობს, უძველესი დროიდან ცნობილია როგორც ჰირახანდა.[6] ქალაქს ასევე მოიხსენიებდნენ როგორც სამბალაკა. პტოლემე მას „სამბალაკს“ უწოდებს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბალპური
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
15
 
 
28
18
 
 
21
 
 
29
21
 
 
21
 
 
31
25
 
 
25
 
 
32
27
 
 
69
 
 
33
28
 
 
178
 
 
33
28
 
 
291
 
 
32
27
 
 
361
 
 
32
27
 
 
261
 
 
32
27
 
 
169
 
 
32
25
 
 
66
 
 
30
21
 
 
11
 
 
28
18
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: India Meteorological Department[7]

სამბალპურის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 21°.27' განედი და აღმ. 83°.58' გრძედი. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 150.75 მეტრია. სამბალპური სეისმური აქტივობის III ზონას მიეკუთვნება.

სამბალპური მდინარე მაჰანადის სანაპიროზეა გაშლილი. მდინარე ქალაქის დასავლეთით მიედინება და ბურლას სამბალპურისა და ჰირაკუდისგან გამოყოფს. ჰირაკუდის კაშხალი სამბალპურის ზემოთ მდებარეობს. ქალაქის ფარგლებშია მოქცეული პატარა ნაკრძალი ბუდარაჯა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბალპურის კლიმატი ცხელი და მშრალი ზაფხულით ხასიათდებდა, რომელსაც ტენიანი მუსონები და ცივი ზამთარი მოსდევს. ცხელი სეზონი მარტის პირველი კვირიდან იწყება და ივნისის მეორე ნახევრამდე გრძელდება. მაისში ტემპერატურა 47 °C-მდე (117 °F) იზრდება, დეკემბერში კი 5 °C-მდე (41 °F) ეცემა.[8] სამბალპურში ნალექების დიდი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს მოდის. ყველაზე სასიამოვნო პერიოდი ოქტომბრიდან თებერვლამდეა, რომლის დროსაც ტენიანობა და სიცხე მინიმალურ დონეზეა. ამ პერიოდში ტემპერატურა 30 °C-ზე (86 °F) დაბალი და ღამით 20 °C-მდე (68 °F) ეცემა. ამ სეზონს ცხელი ზაფხული მოსდევს, რომელიც მარტიდან მაისამდე გრძელდება. ზაფხულს მუსონების სეზონი მოსდევს. 1982 წლიდან არსებული მონაცემების მიხედვით, სამბალპურში ციკლონები არ ფიქსირდება. მუსონების დაწყებამდე 53 კმ/სთ-ში სიჩქარის მქონე ძლიერი ქარების წარმოქმნის რისკია. ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია წვიმების სეზონის დროს და ჩვეულებრივ, 75%-ს აღემატება. წვიმების სეზონის შემდეგ ტენიანობის მაჩვენებელი იკლებს და ამინდი უფრო მშრალი ხდება. სამბალპურის მონახულებისთვის საუკეთესო დრო სექტემბრიდან მარტამდეა. ნალექიანობის უმაღლესი მაჩვენებელი 1982 წელს დაფიქსირდა და 581.9 მმ შეადგინა, რომელიც 2010 წლის სექტემბრამდე რეკორდული მაჩვენებელი იყო ოდიშის მასშტაბით.[9] სამბალპურის ტერიტორია მდინარე მაჰანდის წყალდიდობის ზონაშია მოქცეული.

ჰავის მონაცემები — სამბალპური
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 33.9 37.8 44.7 46.6 47.7 49.0 42.9 40.0 39.9 40.9 36.1 34.1 49.0
საშუალო მაღალი °C 27.5 29.1 31.0 31.7 32.8 32.5 31.6 31.6 32.1 32.0 30.3 28.2 30.9
საშუალო დაბალი °C 17.9 21.4 24.9 26.5 27.5 27.5 26.9 26.7 26.8 25.1 21.2 17.6 24.2
რეკორდულად დაბალი °C 3.6 5.2 8.8 14.4 16.0 17.0 18.2 16.8 17.8 11.5 7.4 3.8 3.6
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 15.3 20.7 20.9 24.9 68.7 178.1 290.5 361.0 261.4 168.9 65.9 10.7 1 486,8
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.9 1.6 1.4 1.2 3.8 8.5 11.5 14.1 10.3 7.0 2.3 0.3 62.8
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 71 76 81 84 83 84 84 84 81 74 66 64 78
წყარო: India Meteorological Department[7][10]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1891 14 571
1901 12 870 −11.7%
1941 17 079 +32.7%
1950 23 525 +37.7%
1961 38 915 +65.4%
1971 64 675 +66.2%
1981 110 283 +70.5%
1991 189 611 +71.9%
2001 226 469 +19.4%
2011 269 565 +19.0%

[11] სამბალპურს მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს და სამბალპურის მუნიციპალური კორპორაციის ტერიტორიას მიეკუთვნება. 2011 წლის აღწერის მიხედვით,[12] სამბალპურის მოსახლეობა 183 383 ადამიანს შეადგენს, ხოლო ურბანული მოსახლება 269 575 ადამიანს (138 826 კაცი და 130 749 ქალი),[13] რომელიც ბურლასა და ჰირაკუდის მოსახლეობასაც მოიცავს. სამბალპურის მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონე 85.69%-ის ტოლია: მამაკაცებს შორის 90.3%, ხოლო ქალებს შორის ― 80.92%.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰირაკუდის კაშხალი

ჰირაკუდის კაშხალი, რომელიც 1956 წელს აიგო მდინარე მაჰანადიზე, სამბალპურიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია. მისი სიგრძე 26 კმ-ია და ერთ-ერთი უგრძესი კაშხალია მსოფლიოში. მისი ზედაპირის ფართობი 743 კმ²-ია, სანაპიროს ხაზის სიგრძე კი 640 კმ-ს აღემატება და ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური ტბაა აზიაში.[14] ზამთარში კაშხალი უამრავ გადამფრენ ფრინველს იზიდავს.

სამბალპურიდან 25 კმ-ში ჰუმის დახრილი ტაძარი მდებარეობს, რომელიც XVII საუკუნეში აიგო და 47 გრადუსით დასავლეთითაა გადახრილი.[15]

ქალღმერთ სამალესვარის მთავარი ტაძარი სამალესვარის ტაძარია, რომელიც მდინარე მაჰანადის ნაპირებზე მდებარეობს. ქალაქს სახელი სწორედ ამ ქალღმერთის საპატივცემულოდ ეწოდა.[16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sambalpur City.
  2. Population of UAs/Towns. he Registrar General & Census Commissioner, India.
  3. Census of India :District Census Hand Book. ციტირების თარიღი: 22 May 2022
  4. Operations Manufacturing locations Hirakud. Hindalco (19 August 2009). ციტირების თარიღი: 23 March 2012
  5. Unknown. samaleswari.org. ციტირების თარიღი: 13 April 2015
  6. Sambalpur – Jharsuguda, a new destination for industrial development in Odisha. Sambalpur News. mysambalpur.in (27 December 2011). ციტირების თარიღი: 13 April 2015
  7. 7.0 7.1 Station: Sambalpur Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 629–630. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 10 January 2021
  8. District Rainfall (mm.) For Last Five Years. Hydromet Division, India Meteorological Department.
  9. Microsoft Word – envis-newsletter-2005.doc დაარქივებული 21 July 2011 საიტზე Wayback Machine. . (PDF). Retrieved on 20 January 2011.
  10. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 10 January 2021
  11. (1995) Basic Services for Urban Poor: A Study of Baroda, Bhilwara, Sambalpur, and Siliguri. Institute of Social Sciences and Concept Publishing Company, გვ. 133. ISBN 9788170225515. 
  12. Census of India 2001: Data from the 2001 Census, including cities, villages and towns (Provisional). Census Commission of India. ციტირების თარიღი: 1 November 2008
  13. Sambalpur (Sambalpur Town) City Population Census 2011. Census2011.co.in. ციტირების თარიღი: 23 March 2012
  14. Hirakud Dam დაარქივებული 2 November 2008 საიტზე Wayback Machine. . Sambalpur.nic.in. Retrieved on 20 January 2011.
  15. Orissa Tourism – Huma, The Leaning Temple Of Lord Shiva დაარქივებული 10 May 2016 საიტზე Wayback Machine. . Orissadiary.com. Retrieved on 20 January 2011.
  16. Welcome to Maa Samaleswari Temple, Sambalpur, Odisha დაარქივებული 8 October 2016 საიტზე Wayback Machine. . Samaleswari.org. Retrieved on 20 January 2011.