სამაგიდო თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამაგიდო თამაშები მოიცავს თამაშების ისეთ კატეგორიას რომელიც ითამაშება დაფაზე ან მაგიდაზე სათამაშო ფიგურების გამოყენებით. მაგალითად, პოპუალრული სამაგიდო თამაშებია ჭადრაკი, შაში და ნარდი. ადრეული სამაგიდო თამაშები როგორც წესი წარმოდგენდა ბრძოლებს ორ არმიას შორის, თანამედროვე თამაშებში კი მოქმედება და მიზანი უფრო მრავალფეროვანია. კლასიკური სამაგიდო თამაშები შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად: რბოლა, სივრცისთვის ბრძოლა (მაგალითად „ჯვარი და ნული“), ნადირობა და თამაშები სადაც ფიგურებს გარკვეული წესით გადაადგილებთ, მაგალითად ჭადრაკი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური სამაგიდო თამაშები ცნობილია თითქმის ყველა კულტურისა და ცივილიზაციისათვის. ისტორიული ცნობები უძველესი თამაშების შესახებ აღმოჩენილია ირანის, ეგვიპტის, აღმოსავლეთ აზიის და ევროპის ტერიტორიებზე. დღესდღეობით თამაში "სენეტი" მიიჩნევა უძველეს სამაგიდო თამაშად, რომელსაც თამაშობდნენ ძველ ეგვიპტეში, ძვ. წ. 3500-3100 წლებში[2].

სენეტი, ერთ-ერთი უძველესი სამაგიდო თამაში

ერთ-ერთი უძველესი თამაშია დღეისთვის კარგად ცნობილი ნარდი. ის სავრაუდოდ შექმნა მესოპოტამიაში 5 000 წლის წინ. ანტიკურ თამაშთა რიცხვს ასევე მიეკუთვნება ჭადრაკი (ინდოეთი) და გო (ჩინეთი).

სამაგიდო თამაშები საკმაოდ პოპულარული იყო ევროპელ ხალხებშიც. მაგალითად ჰომეროსის ილიადაში (ძვ.წ.აღ. 8 ს.) აღწერილია თამაში პეტეია. რომელიც შემდეგ სახეცვლილი ვარიანტით რომის იმპერიაშიც გავრცელდა. სამაგიდო თამაშები ძალიან პოპულარი გახდა მეცხრამეტე საუკუნის პრუსიაში. შეიქმნა თამაშები მთელი სერია - ე.წ. ქრიგსშფილ ("საომარი თამაშები") რომელიც გამოიყენებოდა სამხედრო აკადემიაში[3].

სამაგიდო თამაში დაფა, დაახლ. მე-15-ე საუკუნე, ვალტერის ხელოვნების მუზეუმი

უამრავი პოპულარული თანამედროვე სამაგიდო თამაშ შეიქმნა აშშ-ში. მათ შორისაა თამაში მონოპოლია - ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე მომგებიანი სამაგიდო თამაში ამერიკაში[4]. საინტერესოა რომ ამერიკულ თამაშებში წარმატება მეტწილად იღბალზეა დამოკიდებული, ხოლო გერმანულში მეტი სტრატეგია.

იღბალი, სტრატეგია და დიპლომატია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი თამაში, მაგალითად ჭადრაკი, სრულიად დამოკიდებულია მოთამაშეზე, მაშინ როცა თამაშების გარკვეული ნაწილი პირიქით - იღბალზე, სადაც მოთამაშეს არავითარი სვლების გათვლა არ სჭირდება (მაგალითად რბოლა, რომლიც კამათელზეა დამოკიდებული) უმეტესწილად კი, სამაგიდო თამაშებში წარმატების მოსაღწევად საჭიროა როგოც იღბალი, ასევე გარკვეული უნარებიც. ასეთ თამაშთა რიცხვს მიეკუთვება ნარდი, მონოპლოლია და კატანი.

კიდევ ერთი მნიშნელოვანი ასპექტი არის დიპლომატია, რადგან რიგ თამაშებში (მაგალითად მონოპლოია და კატანი) მოთამაშებსს უწევთ ერთმანეთთან გარიგეგებების დადება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]