სალომე ომიაძე
სალომე ომიაძე (დ. 30 მარტი, 1969) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. სამეცნიერო შრომების ავტორი. ერთი რომანის, 7 მოთხრობის, 100-ზე მეტი საბავშვო ლექსის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება 1991 წელს და ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა 1994 წელს. დოქტორანტურა კი 2006 წელს.
1991-1994 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალი ქართული ენის კათედრის ასპირანტი, 1995-1997 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის მასწავლებელი. ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტი იყო 1997-2006 წლებში. 2006 წლიდან იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასოცირებული პროფესორი. 1993-1995 წლებში იგი აგრეთვე იყო ეგზიუპერის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. სატელევიზიო სტუდია "აუდიენცია", სტილისტ-რედაქტორი 1995-1996 წლებში და 2004-2009 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის. 2004-2007 წლებში იყო მიწვეული ლექტორი, 2007-2009 წლებში კი სრული პროფესორი. 2008-2016 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის, მიწვეული ლექტორი. 2011-2015 წლებში კი არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ასევე იყო ამავე ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 2015-2018 წლებში. ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია 2018 წლიდან. კვლევის ძირითადი მიმართულებები: ლინგვოკულტუროლოგია, ქართული ენის სტილისტიკა, პრაგმატიკა, სემიოტიკა, კოგნიტიური ლინგვისტიკა, პედაგოგიკა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საგანმანათლებლო რესურსების ნაკრები ჩვენი სამყარო : პირველი სერიის მეხუთე მოდული ”წითელი ჭიამაია”, თბ., 2015, გვ. 36 ISBN 9789941946011
- საპნის ბუშტები : მოთხრობა, თბ., 2015, გვ. 16
- საგანმანათლებლო რესურსების ნაკრები ჩვენი სამყარო : მეორე სერიის მერვე მოდული "პარკში", თბ., 2015, გვ. 30 ISBN 9789941943904
- ანას : წერილები და მოგონებები ანა კალანდაძეზე, თბ., ენათმეცნიერების ინ-ტი, 2014, გვ. 253
- დედები და შვილები : ლექსი, თბილისი, სანი, 2002, გვ. 12 ISBN 9992898593
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012,გვ. 484