სალვატნეტი
იერსახე
სალვატნეტი | |
---|---|
კოორდინატები: 64°45′ ჩ. გ. 11°55′ ა. გ. / 64.750° ჩ. გ. 11.917° ა. გ. | |
მდებარეობა | ნორვეგია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 9 მ |
სიგრძე | 22 კმ |
სიგანე | 6 კმ |
ფართობი | 44,77 კმ² |
მოცულობა | 6,87 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 105,61 კმ |
საშუალო სიღრმე | 156 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 464 მ |
სალვატნეტი ან სალსვატნეტი[1] (ნორვ. Salvatnet) — ტბა ნორვეგიაში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ტრენდელაგის საგრაფოს ფუსნესისა და ნერეის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მდებარეობს ნორვეგიის ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, ზღვის დონიდან 9 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 44,77 კმ², წყლის მოცულობა 6,87 კმ³, საშუალო სიღრმე 156 მ, მაქსიმალური სიღრმე 464 მ. სალვატნეტი სიღრმის მიხედვით წარმოადგენს ნორვეგიისა და საერთოდ, ევროპის მეორე უღრმეს ტბას ჰორნინდალსვატნეტის შემდეგ. სხვადასხვა წყაროების შესაბამისად, ტბის მაქსიმალურ სიღრმედ სახელდება 464 მ ან 482 მ.[2] სანაპირო ხაზის სიგრძეა 105 კმ. ტბიდან გამოედინება მდინარე მოსელვა. სალვატნეტი — მერომიქტული ტბაა.