საიმპერიო ომის მუზეუმი
საიმპერიო ომის მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. The Imperial War Museum | |
51°29′44″ ჩ. გ. 0°06′31″ დ. გ. / 51.49583111° ჩ. გ. 0.10866194° დ. გ. | |
დაარსდა | 1917 |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | საუთუარკი |
ვიზიტორები | 2,667,926 |
ოფიციალური საიტი | https://www.iwm.org.uk და https://www.iwm.org.uk/visits/iwm-london[1] |
საიმპერიო ომის მუზეუმი (ინგლ. Imperial War Museum) — ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, რომელსაც აქვს ხუთი ფილიალი ინგლისში, რომელთაგან სამი ლონდონშია. დაარსდა 1917 წელს და განკუთვნილი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთისა და მისი იმპერიის სამოქალაქო და სამხედრო საომარი ძალისხმევისა და მსხვერპლის აღსაწერად. მას შემდეგ მუზეუმის ფუნქცია გაფართოვდა და მოიცავდა ყველა კონფლიქტს, რომელშიც ბრიტანეთი ან თანამეგობრობის ძალები მონაწილეობდნენ 1914 წლიდან. 2012 წლის მდგომარეობით, მუზეუმის მთავარი მიზანია ,,თანამედროვე ომის ისტორიის შესწავლისა და გაგების უზრუნველყოფა და ხელ შეწყობა."[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად Crystal Palace-ში არსებული მუზეუმი გაიხსნა საზოგადოებისთვის 1920 წელს. 1924 წელს მუზეუმი გადავიდა სამხრეთ კენსინგტონის საიმპერიო ინსტიტუტში და საბოლოოდ 1936 წელს მუზეუმმა შეიძინა მუდმივი სახლი, რომელიც ადრე იყო ბეთლემის სამეფო საავადმყოფო საუთუარკში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მუზეუმმა გააფართოვა კოლექციები, მაგრამ ომის შემდგომ პერიოდში მუზეუმში პრობლემები დაიწყო. 1960-იან წლებში მუზეუმმა განაახლა თავისი შენობა, რომელიც ახლა მოიხსენიება როგორც ლონდონის საიმპერიო ომის მუზეუმი, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის კორპორატიულ შტაბს. 1970-იან წლებში მუზეუმმა დაიწყო გაფართოება სხვა ადგილებში. პირველი, 1976 წელს, იყო ისტორიული აეროდრომი კემბრიჯშირში, რომელსაც ახლა დუქსფორდის საიმპერიო ომის მუზეუმი ეწოდება. 1978 წელს სამეფო საზღვაო ძალების კრეისერი HMS Belfast გახდა მუზეუმის ერთ-ერთი ფილიალი. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, მუზეუმის ბეთლემის შენობამ განიცადა მრავალმილიონიანი ღირებულების განახლების სერია, რომელიც დასრულდა 2000 წელს. საბოლოოდ, 2002 წელს გაიხსნა ჩრდილოეთ საიმპერიო ომის მუზეუმი.
მუზეუმის კოლექციები მოიცავს პირადი და ოფიციალური დოკუმენტების არქივებს, ფოტოსურათებს, კინოსა და ვიდეო მასალას და ზეპირი ისტორიის ჩანაწერებს, ვრცელ ბიბლიოთეკას, ხელოვნების დიდ კოლექციას, სამხედრო მანქანებისა და თვითმფრინავების, ასევე აღჭურვილობისა და სხვა არტეფაქტების მაგალითებს. მუზეუმი ფინანსდება სახელმწიფო გრანტებით, საქველმოქმედო შემოწირულობებით და კომერციული საქმიანობით, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, ლიცენზირება და გამოცემა. ზოგადი დაშვება უფასოა ცენტრალურ მუზეუმში (თუმცა კონკრეტული გამოფენებისთვის საჭიროა ბილეთის შეძენა) და ჩრდილოეთ საიმპერიო ომის მუზეუმში, მაგრამ დაშვების საფასური იბეგრება სხვა ფილიალებში. 2008 წლის ოქტომბრიდან მუზეუმის გენერალური დირექტორი არის დაიან ლისი.[3]
ექსპონატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის ექსპონატების კოლექცია მოიცავს საგნების ფართო სპექტრს, რომლებიც ორგანიზებულია მრავალ პატარა კოლექციაში, როგორიცაა უნიფორმა, სამკერდე ნიშნები და დროშები (მათ შორის კანადური წითელი დროშა[4] და გაერთიანების დროშა)[5], ასევე პირადი სამახსოვრო საჩუქრები, სუვენირები და სხვადასხვა ნივთები,[6][7] ორდენები, მედლები და დეკორაციები, სამხედრო ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები, ასევე მანქანები, თვითმფრინავები და გემები. მუზეუმში ინახება თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღის ეროვნული კოლექცია.[8] ცეცხლსასროლი იარაღის კოლექცია მოიცავს თოფს, რომელსაც იყენებდა თომას ედვარდ ლოურენსი[9] და ავტომატურ პისტოლეტს, რომელიც ეკუთვნოდა უინსტონ ჩერჩილს.[10]
საბრძოლო მასალების კოლექცია მოიცავს საარტილერიო დანადგარებს, როგორიცაა ნერის იარაღი (საველე იარაღი), რომელიც გამოიყენებოდა 1914 წელს ნერიში მოქმედების დროს.[11] მუზეუმის სატრანსპორტო საშუალებების კოლექცია მოიცავს ოლე ბილს, ავტობუსს, რომელიც ბრიტანულმა ძალებმა გამოიყენეს პირველ მსოფლიო ომში,[12] და უამრავ მანქანას, რომლებიც ფელდმარშალ მონტგომერიმ გამოიყენა მეორე მსოფლიო ომის დროს.[13] მუზეუმის თვითმფრინავების კოლექციიდან აღსაღნიშნავია RE8 და TSR-2.[14][15] მუზეუმის საზღვაო კოლექციიდან აღსაღნიშნავია HM Coastal Motor Boat 4 და წყალქვეშა ნავი HMS XE8.[16][17] 2012 წელს მუზეუმმა გამოაქვეყნა თავისი ექსპონატების კოლექცია, რომელიც შეიცავს 155,000 ობიექტს და დამატებით 357 მანქანას და თვითმფრინავს.
ფოტოსურათები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის ფოტოების არქივი ინახავს ოფიციალური, სამოყვარულო და პროფესიონალი ფოტოგრაფების ფოტოებს. კოლექცია მოიცავს მეორე მსოფლიო ომის ოფიციალურ ბრიტანულ ფოტოგრაფიულ ჩანაწერს; პირველი მსოფლიო ომის კოლექცია მოიცავს ფოტოგრაფების ნამუშევრებს, როგორიცაა ერნესტ ბრუკსი და ჯონ უორვიკ ბრუკი.[18][19] არქივში ასევე ინახება 150,000 ბრიტანული საჰაერო ფოტოსურათი პირველი მსოფლიო ომიდან.[20] მეორე მსოფლიო ომის კოლექცია მოიცავს ფოტოგრაფების ნამუშევრებს, როგორიცაა ბილ ბრენდტი, სესილ ბიტონი[21] და ბერტ ჰარდი.[22] კინო არქივის მსგავსად, ფოტოსურათის არქივი არის ოფიციალური საცავი 1958 წლის საჯარო ჩანაწერების აქტით და, როგორც ასეთი, აგრძელებს მასალის მიღებას თავდაცვის სამინისტროსგან. 2012 წელს მუზეუმმა გამოაქვეყნა თავისი ფოტოგრაფიული ფონდების ზომა, დაახლოებით 11 მილიონი სურათი 17,263 კოლექციაში.[23]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
- ↑ Imperial War Museums. About us. iwm.org.uk. ციტირების თარიღი: 28 August 2012
- ↑ Imperial War Museum London.
- ↑ Flag, Red Ensign, Canadian. Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 25 August 2012
- ↑ Flag, National, British, Union flag. Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 25 August 2012
- ↑ Trench Art. Collections in Context. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 26 August 2012
- ↑ Collections Search for "trench art". Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 26 August 2012
- ↑ Imperial War Museum (2012). Imperial War Museum Annual Report and Account 2011–2012. London: The Stationery Office, გვ. 62. ISBN 9780102976571. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2021. დაარქივებული 23 May 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2021.
- ↑ Rifle, Short, Magazine, Lee Enfield, .303-inch, Mk 3. Collection Search. Imperial War Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2021.
- ↑ Colt Government Model (civilian, 1911). Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 26 February 2012
- ↑ QF 13 pdr Mk 1 (Néry Gun). Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 26 August 2012
- ↑ AEC B Type Bus (B43 Old Bill). Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 18 February 2012
- ↑ Collection Search for "montgomery" (vehicles, aircraft and ships). Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 26 August 2012
- ↑ Gosling, Peter (October 2004) R.E.8 Restoration Flight Journal
- ↑ Parsons, Gary (2005) 'TSR2 cubed' AirSceneUK.org.uk დაარქივებული 25 January 2010 საიტზე Wayback Machine. . Accessed 28 September 2009.
- ↑ ship, Coastal Motor Boat (CMB 4) – MAR 563. Collections Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 26 August 2012
- ↑ Submersible, Midget Submarine XE8, British. Collections Search. Imperial War Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2021.
- ↑ Collection search for "e brooks". Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 28 August 2012
- ↑ Collection search for "j w brooke". Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 28 August 2012
- ↑ Hudson, Alex. (2 November 2012) Flower beds that meant death for German WWI soldiers. BBC News. ციტირების თარიღი: 8 September 2012
- ↑ 'Beaton's record of war revived', The Times, 7 October 1981, Issue 61049, page 7 column C
- ↑ Collection search for "bert hardy". Collection Search. Imperial War Museum. ციტირების თარიღი: 28 August 2012
- ↑ Imperial War Museum (2012). Imperial War Museum Annual Report and Account 2011–2012. London: The Stationery Office, გვ. 62. ISBN 9780102976571. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2021. დაარქივებული 23 May 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2021.