სათოვლის ნასოფლარი
იერსახე
სათოვლის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სათოვლეში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, გადასახედი კლდე. თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია ნასახლარი ბუდეები და ნატეხი ქვით ნაგებ შენობათა კედლების ფრაგმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 307.