საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო
TIGEORGIAlogo.svg
შეიქმნა 2000 (2000)
ტიპი არასამთავრობო ორგანიზაცია
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო
მდებარეობა რუსთაველის გამზირი, 26
თბილისი, საქართველო
ემსახურება რეგიონს საქართველო
აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური
transparency.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ — ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2000 წლიდან ეწევა აქტიურ საქმიანობას. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მოძრაობის ერთ-ერთი ეროვნული ბიუროა. საერთაშორისო გამჭვირვალობა ბერლინში მდებარე სამდივნოს და 90-ზე მეტი დამოუკიდებელი ეროვნული ბიუროს მეშვეობით მოღვაწეობს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ეროვნულ დონეზე საერთაშორისო გამჭვირვალობის ბიუროები ემსახურებიან ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას, ახდენენ ქვეყანაში არსებული მთავარი ინსტიტუტების მონიტორინგს და კორუფციის აღმოსაფხვრელად საჭირო რეფორმებს ადვოკატირებენ.

მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – ასე განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციას. ორგანიზაცია თვლის, რომ კორუფციის პრევენცია უფრო ეფექტურია, ვიდრე უკვე არსებულ კორუფციასთან ბრძოლა, ამიტომ ისეთი სფეროების მონიტორინგს აწარმოებს, სადაც კორუფციის რისკები მეტია.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის მისიაა, დაეხმაროს მთავრობასა და ზოგადად საზოგადოებას იმ სექტორთა რეფორმირების პროცესის წინ წაწევაში, სადაც დღეს კორუფცია ჯერ კიდევ არსებობს, ააშენოს და გააძლიეროს ინსტიტუტები და ხელი შეუწყოს კარგ მმართველობას.

ბოლო წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახდა ადვოკატირებაზე დაფუძნებული წამყვანი არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია საქართველოში.

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია ეკა გიგაური[1]. ორგანიზაციას 50-მდე თანამშრომელი[2] ჰყავს და ოფისები აქვს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერება, საჯარო ფინანსების მონიტორინგი, პარლამენტის მონიტორინგი, საარჩევნო გარემო, არჩევნებზე დაკვირვება, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი, საკუთრების უფლებები, მედიის გარემო და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა.[3][4][5][6][7][8]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავისი საქმიანობით ცდილობს საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც მოქალაქეები პოლიტიკის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მთავრობისა და ბიზნესის გამჭვირვალედ და ღიად მუშაობა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იქნება და სადაც კორუფციის შემთვხვევები არც ერთ დონეზე არ იარსებებს.

სასამართლო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ აქტიურად მუშაობს სასამართლო სისტემის რეფორმირებისა, მისი ეფექტურობის ზრდისა და დამოუკიდებლობის გარანტიების გაძლიერების კუთხით. ორგანიზაცია აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგს, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოს მუშაობაში არსებული ხარვეზების გამოვლენას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

ადმინისტრაციული საქმეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ აკვირდება ადმინისტრაციულ საქმეებს[9] [10] [11]თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ხელვაჩაურის, გორისა და ზუგდიდის სასამართლოებში. მოიტორინგის მიზანია მიმდინარე პროცესუალური ხარვეზებისა თუ დარღვევების გამოვლენა, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის მონიტორინგი, შემდგომში რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 2012 წლიდან ორგანიზაცია ახორციელებს გახმაურებული სისხლის სამართლის პროცესების[12] მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ საჯაროდ წარმოადგენს მაქსიმალურ ინფორმაციას დარბაზში განვითარებულ მოვლებზე, ასევე ახდენს მიღებული საპროცესო გადაწყვეტილებებისა და მხარეთა პოზიციების შეფასებას.

ანტიკორუფციული პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკორუფციული პოლიტიკის ჩარჩოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი წარმატებული ანტიკორუფციული უწყებების საქმიანობის პრაქტიკა და ამ კვლევის საფუძველზე მოამზადა საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი.

2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და მისი სამდივნოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობა. ორგანიზაციის ზოგიერთი წინადადება და რეკომენდაცია ამ დოკუმენტების საბოლოო ვერსიებშიც აისახა.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ აწარმოებდა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური თანამშრობლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციების შესრულებას.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ მომზადებული მეთოდოლოგიის მიხედვით ხორციელდება და 12 ძირითად ინსტიტუტს მოიცავს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მხრივ. ეს ინსტიტუტებია პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო ხელისუფლება, საჯარო სამსახური, სამართალდამცავი უწყებები, სახალხო დამცველი, საარჩევნო ადმინისტრაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პოლიტიკური პარტიები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება[13] „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ პირველად 2011 წელს გამოაქვეყნა, ხოლო 2014 წელს დაიწყო მუშაობა შეფასების მეორე ანგარიშზე, რომელმაც დაადგინა, თუ რამდენად შეიცვალა მდგომარეობა თითოეულ ინსტიტუტში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. კვლევის საბოლოო დოკუმენტი 2015 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა.

კონკურენციის პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკის საჭიროებაზე და, შესაბამისად, ქვეყანაში ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის არსებობის მნიშვნელობაზე,თავის ანგარიშებში[14][15] მიუთითებს. ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის პროექტის და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელიც ხელისუფლებამ ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის დანერგვის მიზნით უნდა განახორციელოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ რეკომენდაციით განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე: ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სტრუქტურა – კონკურენციის სააგენტო; ჩამოყალიბდა კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები; დაზუსტდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროები; კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმები იმგვარად დაზუსტდა, რომ ამ ჯარიმებს ანტიკონკურენტული ქმედების პრევენციის ფუნქციაც ჰქონდეს და სხვა.

მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიის გუნდი მონიტორინგს უწევს მედიისა და სატელეკომუნიკაციო სექტორის საქმიანობას. რეგულარულად ქვეყნდება კვლევები მაუწყებელთა მფლობელების, სარეკლამო ბაზრის განვითარების, საზოგადოებრივი მაუწყებლის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობისა და სხვა საკითხების შესახებ[16]. ორგანიზაცია მონაწილეობს მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებასა და ანალიზში. ასევე, ატარებს ტრენინგებს ჟურნალისტებისთვის ღია მონაცემების ბაზების გამოყენების[17] კუთხით და მონიტორინგს უწევს საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. [18]

პარლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ საპარლამენტო გუნდს ოფისები აქვს თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებში. ორგანიზაციის საპარლამენტო გუნდი შემდეგი მიმართულებებით მუშაობს: საკანონმდებლო პროქტების ანალიზი, დასკვნები მომზადება, კომიტეტის სხდომებში დასწრება და მონაწილეობა, კანონპროექტებთან დაკავშირებით ე.წ. ფოკუს ჯგუფების მოწყობა; საკანონმდებლო წინადადებების მომზადება; პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდის chemiparlamenti.ge-ს ადმინისტრირება, ყოველკვირეული საპარლამენტო პოდკასტის მოზადება, მოკლეტექსტური შეტყობინების დაგზავნა მნიშვნელოვან საკანონმდებლო სიახლეებზე.

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ მრავალი წელია აკვირდება საარჩევნო გარემოს და მისი გაუმჯობესების ადვოკატირებას აქტიურად ეწევა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ ასევე აქტიურად არის ჩართული, როგორც საარჩენო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის, ისე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურის და უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში. ორგანიზაცია არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდება არჩევნებს.

უფასო იურიდიული დახმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფასო იურიდიული დახმარების და ადვოკატირების ცენტრი (ALAC)[19] უზრუნველყოფს უფასო იურიდიული კონსულტაციებსა და სასამართლო წარმომადგენლობას იმ პირებისთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა იყოლიოს ადვოკატი. ცენტრები ფუნქციონირებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ ოფისებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ორგანიზაციის იურისტები მოქალაქეებს მობილური კლინიკების მეშვეობით ოფისს გარეთაც, სოფლებსა და დაბებშიც ეხმარებიან. მობილური კლინიკა გულისხმობს ორგანიზაციის იურისტების ვიზიტს იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა მასიურად გარკვეული სამართლებრივი პრობლემის წინაშე დგას. ხშირად ასეთი პრობლემები საკუთრების უფლებას ეხება. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ძირითადად ორი ტიპის დახმარებას ახორციელებს, საკუთრების უფლების დაცვა და საჯარო მოხელეთა უკანონო გათავისუფლების შემთხვევებზე რეაგირება.

კორუფციის კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეგულარულად აქვეყნებს ორ კვლევას. ესენია: კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და გლობალური კორუფციის ბარომეტრი (GCB).

„კორუფციის აღქმის ინდექსი“[20] ყოველწლიურად ახდენს ქვეყნების რანგირებას იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება საჯარო სექტორი ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს საკმაოდ კომპლექსური ინდექსი რამდენიმე გამოკითხის და კვლევის შედეგია. კვლევები და გამოკითხვები, რომლებიც ინდექსის გამოყვანისას გამოიყენება ცნობილ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს ეკუთვნის. კორუფციის აღქმის ინდექსის გამოთვლისას ასევე იყენებენ იმ ბიზნესმენებისა და მეცინერების შეფასებებს, რომლებიც ცხოვრობენ ან მუშაობენ მოცემულ ქვეყანაში.

„გლობალური კორუფციის ბარომეტრი“[21] საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე დგება. ბარომეტრი წარმოდგენას გვაძლევს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად თვლიან მოქალაქეები მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და მიიჩნეევნ თუ არა კორუფციას კვლავ პრობლემად ქვეყანაში.

კამპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმატებული ადვოკატირების კამპანიებია: „ეს შენ გეხება − ისევ გვისმენენ“[22] და „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“.[23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://transparency.ge/staff/eka-gigauri
  2. http://transparency.ge/our-team
  3. http://transparency.ge/elections-related-all
  4. http://transparency.ge/media/all
  5. http://transparency.ge/propertyrights-nodes/all
  6. http://transparency.ge/healthcare-nodes/all
  7. http://transparency.ge/public-finances/all
  8. http://transparency.ge/nis/
  9. http://transparency.ge/post/report/administratsiul-sakmeta-sasamartlo
  10. http://transparency.ge/post/report/sasamartlo-monitoringis-me-2-angarishi
  11. http://transparency.ge/post/report/sasamartlo-monitoringis-mesame-angarishi
  12. http://transparency.ge/post/report/gakhmaurebuli-siskhlis-samartlis-sakmeebis-sasamartlo-monitoringi http://transparency.ge/post/report/gakhmaurebuli-sisxlis-samartlis-saqmeebis-monitoringis-meore-angarishi-2014
  13. http://transparency.ge/post/report/sakartvelos-erovnuli-antikoruptsiuli-sistemis-shepaseba-2015
  14. http://transparency.ge/post/report/konkurentsiis-politika-saposto-momsakhurebis-bazari-sakartveloshi
  15. http://transparency.ge/post/report/tig-aqveynebs-kvlevas-konkurenciaze-sakartveloshi
  16. http://transparency.ge/media/all
  17. http://transparency.ge/blog/sakhelmdzghvanelo-zhurnalistebistvis-uket-gamoviqenot-ghia-monatsemebi
  18. http://transparency.ge/post/report/samtslianma-sasamartlo-monitoringma-mnishvnelovani-gaumjobesebebi-gamoavlina-tumtsa-problemebi-rcheba
  19. http://transparency.ge/grant/sasamartlo-monitoringisa-da-iuridiuli-daxmarebis-programa
  20. http://transparency.ge/cpi
  21. http://transparency.ge/post/press-release/globaluri-koruptsiis-barometri-gcb
  22. http://esshengexeba.ge/
  23. https://www.facebook.com/GeorgiaChoosesEurope