საგვარეულო სახლი (ჩინური)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მშობლიური ქალაქი ან/და საგვარეულო სახლი (ჩინ.: 籍貫, 祖籍 ან 老家; ფინინი: jíguàn, zǔjí ან lǎojiā) — ჩინურ კულტურაში ოჯახის წარმოშობის ადგილი, შეიძლება იყოს ტერიტორია, სადაც ადამიანის წინაპარი დაიბადა.

განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოადგენს სუბიექტურ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც საგვარეულო სახლი შეიძლება იყოს ობიექტის ნებისმიერი წინაპრის სამშობლო. სუ შიმ საგვარეულო სახლი 5 თაობით შემოფარგლა, და განისაზღვრა, როგორც დიდი ბაბუის სახლი. უფრო ფართო მნიშვნელობით საგვარეულო სახლად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პირველი ადგილი, სადაც გვარი დამკვიდრდა ან ოჯახთან დაკავშირებულ გამორჩეულ მოვლენას უკავშირდება.

ჩვეულებრივ, ადამიანი თავის საგვარეულო სახლად იმ ტერიტორიას განსაზღვრავს, რომელიც მშობელს მიაჩნია მშობლიურ ქალაქად. პრაქტიკაში, ადამიანი მშობლიურ ქალაქს განსაზღვრავს მამის ხაზით წინაპრების სამშობლოს, დაახლოებით მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, იმ დროიდან, როდესაც ჩინეთის სამთავრობო ხელისუფლებამ ცალკეული პირებისგან ასეთივე ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.

უფრო მეტიც, საგვარეულო სახლად შესაძლებელია განსაზღვრულ იქნას ნებისმიერი სახის ტერიტორიული ერთეული, პროვინციიდან და ოლქიდან ქალაქამდე და სოფლამდე, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია კონკრეტული სუბიექტის ცოდნაზე, თავისი წარმომავლობის შესახებ.

ზეგავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინელი ხალხის აქცენტები საგვარეულო სახლზე აგროკულტურული საზოგადოების ისტორიის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა. ჩინურ კულტურაში ადამიანის ოჯახური თუ რეგიონალური იდენტობა, მისი წარმომავლობა, დაბადების ადგილი ან საგვარეულო სახლო დიდ სოციალურ როლს ამაშობს პიროვნების იდენტობაში. მაგალითისთვის, უნივერსიტეტში სტუდენტები, რომლებიც ერთი და იმავე რეგიონიდან არიან ხშირად ხდებიან რეგიონული/მშობლიური ქალაქის საზოგადოების ან კლუბის წევრები. ბოლო წლებში ჩინეთში გააქტიურდა ფესვების ძიების მოძრაობა (ჩინ.: 尋根; ფინინი: xúngēn), რამაც გამოიწვია უფრო დიდი ინტერესი წინაპრების მშობლიური ქალაქების მიმართ, განსაკუთრებით მიგრანტ ჩინელ მოსახლეობაში. წინაპრების ხაზი ჩინური ბიზნეს კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას ასევე შეიძლება ჰქონდეს გავლენა სხვა სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრავალ დოკუმენტში საგვარეულო სახლის მითითება სავალდებულოა. იგივე მოთხოვნა არსებობდა ჰონგ კონგში, 1997 წლამდე.

თაივანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ თაივანში გაცემულ ეროვნულ პირადობის მოწმობებზე ადრე არსებობდა სექცია „სახლის მოქალაქეობა“ (ჩინ.: 本籍). მოქალაქეებს, როგორც წესი, უნდა ჰქონოდათ მათი საგვარეულო სახლი (განსაზღვრული მამის ხაზით) ამ დოკუმენტებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ არასოდეს დაუდგამთ ფეხი საგვარეულო სახლში. ეს პრაქტიკა მთავრობამ 1990-იანი წლების შუა ხანებში გააუქმა თაივანის ლოკალიზაციის მოძრაობის ფონზე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alice Chik (May 7, 2010). „Nonghao, I am a Shanghai Noenoe: How do I Claim my Shanghaineseness“, Language and Culture: Reflective Narratives and the Emergence of Identity. Routledge.