საბრი
იერსახე
საბრი (არაბ. صبر) — ალოეს ფოთლების შესქელებული წვენი. მაგარი და მწარე მასაა. იხსნება ეთილის სპირტსა და ნაწილობრივ წყალში. შეიცავს ალოინს, ფისებს და სხვა ნივთიერებებს. ხმარობენ მედიცინაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 567.