საბრალონი (2012 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საბრალონი“
რეჟისორი ტომ ჰუპერი
პროდიუსერი ტიმ ბევენი
ერიკ ფელნერი
დებრა ჰეიუორდი
კემერონ მაკინტოში
სცენარის ავტორი უილიამ ნიკოლსონი
ალენ ბუბლელი
კლოდ-მიშელ შონბერგი
ჰერბერტ კრეცმერი
ეფუძნება „საბრალონი“ (მიუზიკლი)
— ალენ ბუბლელი
კლოდ-მიშელ შონბერგი
როლებში ჰიუ ჯეკმენი
რასელ კროუ
ენ ჰეთეუეი
ამანდა საიფრიდი
ედი რედმეინი
ჰელენა ბონემ კარტერი
საშა ბარონ კოენი
მუსიკა კლოდ-მიშელ შონბერგი
ოპერატორი დენი კოენი
მონტაჟი მელანი ენ ოლივერი
კრის დიკენსი
სტუდია Working Title Films
Cameron Mackintosh Ltd.[1]
Relativity Media[1]
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 5 დეკემბერი, 2012 (2012-12-05) (ლონდონი, პრემიერა)[2]
  • 11 იანვარი, 2013 (2013-01-11) (ბრიტანეთი)
ხანგრძლივობა 158 წთ.[3]
ქვეყანა ბრიტანეთი[4][5]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 61 მილიონი აშშ დოლარი[6][7]
შემოსავალი 394 896 690 აშშ დოლარი [7]

საბრალონი (Les Misérables) — 2012 წლის ბრიტანული მუსიკალური დრამა, რომელიც გადაღებული იქნა Working Title Films-ის მიერ, ხოლო დისტრიბუციას უწევს Universal Pictures. იგი ეფუძნება ალენ ბუბლელისა და კლოდ-მიშელ შონბერგის ამავე სახელწოდების მიუზიკლს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ვიქტორ ჰიუგოს 1862 წლის ფრანგულ რომანს „საბრალონი“. ფილმის რეჟისორია ტომ ჰუპერი, სცენარისტები - უილიამ ნიკოლსონი, ალენ ბუბლელი, კლოდ-მიშელ შონბერგი და ჰერბერტ კრეცმერი. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ: ჰიუ ჯეკმენი (ჟან ვალჟანი), რასელ კროუ (ჟავერი), ენ ჰეთეუეი (ფანტინი) და ამანდა საიფრიდი (კოზეტი).

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ხდება. ყოფილი კატორღელი ჟან ვალჟანი საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის მერი ხდება. მას ეღუპება შეყვარებული ფანტინი და ამის შემდეგ ფანტინის შვილის, კოზეტის, აღზრდაზე ზრუნვას იწყებს, რომლის გულისთვისაც ვალჟანი ყველაფერზე მიდის. პარიზის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ჟავერი მის დაჭერას თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ თვლის. მაგრამ ვალჟანი მას გამუდმებით გაურბის. სიუჟეტი 17 წელიწადს მოიცავს და თან მაშინდელ პოლიტიკურ უწესრიგობსს აღწერს, რომლის კულმინაცია ფილმში ივნისის აჯანყება არის.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმზე მუშაობა დაიწყო 1980-იანი წლების ბოლოს. 2010 წლის ოქტომბერში, მიუზიკლის გამოსვლიდან 25-ე წელს, პროდიუსერმა კემერონ მაკინტოშმა განაცხადა, რომ ფილმის წარმოება გრძელდებოდა. ჰუპერთან და ნიკოლსონთან თანამშრომლობა 2011 წლის მარტში დაიწყო და მთავარი პერსონაჟის შემსრულებლები 2011 წელს აირჩიეს. გადაღება 2012 წლის მარტში დაიწყო [8] და მიმდინარეობდა სხვადასხვა ადგილებში, რომელთა შორის იყო გრინვიჩი, ლონდონი, ვინჩესტერი და პორტსმუთი, აგრეთვე გურდონი (საფრანგეთი).

ფილმის საპრემიერო ჩვენება გაიმართა ლონდონში, კინოთეატრში „Empire“, 2012 წლის 5 დეკემბერს. 25 დეკემბერს ფილმი აშშ-ში გამოვიდა, 26 დეკემბერს - ავსტრალიაში, ხოლო 2013 წლის 11 იანვარს - ბრიტანეთში.[2][9][10][11]

მუსიკალური ნომრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკული ალბომი რჩეული სიმღერებით ლეიბლზე Universal Republic 2012 წლის 21 დეკემბერს გამოიცა.[12] 2013 წლის 25 იანვარს Republic Records-ის Twitter-იდან ცნობილი გახდა, რომ DVD და Blu-ray გამოცემების პარალელურად მზადდება საუნდტრეკის სპეციალური გამოცემაც.[13]

ფილმში შეტანილია ყველა სიმღერა, რომელიც ჟღერს ორიგინალურ მიუზიკლში, გარდა სიმღერებისა „I Saw Him Once“ და „Dog Eats Dog“. სიმღერების ნაწილი ნაწილობრივ ან მთლიანად იქნა შემოკლებული. შემოკლებულია „The Attack on Rue Plumet“ და „Little People“. სიმღერების ტექსტების ნაწილი შეცვლილი იქნა, რათა სასცენო დადგმასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. შემოკლებების გარდა, ფილმს დაემატა ახალი სიმღერა, „Suddenly“. ბრძოლის სცენებისათვის დაიწერა ახალი მუსიკალური ნომრები, ხოლო ორიგინალურ მიუზიკლთან შედარებით რამდენიმე სიმღერის თანმიმდევრობა შეცვლილია.

  1. Look Down – ჯაჭვების მზიდავები, ჟავერი, ვალჟანი
  2. On Parole – ვალჟანი, დინის ეპისკოპოსი
  3. Valjean Arrested, Valjean Forgiven – დინის ეპისკოპოსი
  4. Valjean's Soliloquy – ვალჟანი
  5. At the End of the Day – Poor, Foreman, Workers, Factory Women, ფანტინი, ვალჟანი
  6. The Runaway Cart – ვალჟანი, ჟავერი
  7. Lovely Ladies – Sailors, Old Woman, ფანტინი, მოხუცი ქალი, მეძავები, მაჭანკალი, კბილის ექიმი
  8. I Dreamed a Dream – ფანტინი
  9. Fantine's Arrest – Bamatabois, ფანტინი, ჟავერი, ვალჟანი
  10. Who Am I? / The Trial – ვალჟანი
  11. Come to Me (Fantine's Death) – ფანტინი, ვალჟანი
  12. The Confrontation – ჟავერი, ვალჟანი
  13. Castle on a Cloud – კოზეტი ბავშვობაში, მადამ ტენარდიე
  14. Master of the House – ტენარდიე, მადამ ტენარდიე, ფუნდუკის მეპატრონეები
  15. The Bargain / The Thénardier Waltz of Treachery – ტენარდიე, ვალჟანი, მადამ ტენარდიე, პატარა კოზეტი
  16. Suddenly – ვალჟანი
  17. Stars – ჟავერი
  18. Look Down – ტენარდიე, მათხოვრები, ეჟოლრა, მარიუსი
  19. The Robbery – ტენარდიე, მადამ ტენარდიე, ეპონინა, ვალჟანი
  20. Javert's Intervention – ჟავერი, ტენარდიე
  21. Éponine's Errand – ეპონინა, მარიუსი
  22. ABC Café / Red and Black – სტუდენტები, ეჟოლრა, მარიუსი, გრანტერი, ტენარდიე
  23. Rue Plumet / In My Life – კოზეტი, ვალჟანი, მარიუსი, ეპონინა
  24. A Heart Full of Love – მარიუსი, კოზეტი, ეპონინა
  25. The Attack on Rue Plumet – ტენარდიე, Thieves, ეპონინა
  26. On My Own – ეპონინა
  27. One Day More – ვალჟანი, მარიუსი, კოზეტი, ეპონინა, ეჟოლრა, ტენარდიე, მადამ ტენარდიე, ტენარდიე, Cast of Les Misérables
  28. Do You Hear the People Sing? – ეჟოლრა, გრანტერი, სტუდენტები, მათხოვრები
  29. Building the Barricade (Upon These Stones) – ეჟოლრა, ჟავერი, მარიუსი, ეპონინა, ვალჟანი
  30. At the Barricade (Upon These Stones) – ეჟოლრა, სტუდენტები, არმიის ოფიცერი
  31. Javert's Arrival – ჟავერი, ეჟოლრა
  32. Little People – ტენარდიე, სტუდენტები, ეჟოლრა, ჟავერი
  33. The First Attack – ეჟოლრა, გრანტერი, სტუდენტები, ვალჟანი, ჟავერი
  34. A Little Fall of Rain – ეპონინა, მარიუსი
  35. Night of Anguish – ეჟოლრა, მარიუსი, ვალჟანი, სტუდენტები
  36. Drink With Me – გრანტერი, მარიუსი, ტენარდიე, სტუდენტები
  37. Bring Him Home – ვალჟანი
  38. Dawn of Anguish – ეჟოლრა, სტუდენტები
  39. The Second Attack (Death of Thénardier) – გავროში, ეჟოლრა, მარიუსი, ვალჟანი, ფული, სტუდენტები
  40. The Final Battle – არმიის ოფიცერი, ეჟოლრა, გრანტერი, სტუდენტები
  41. Javert's Suicide – ჟავერი
  42. Turning – პარიზელი ქალები
  43. Empty Chairs at Empty Tables – მარიუსი
  44. Every Day / A Heart Full of Love [რეპრიზა] – მარიუსი, კოზეტი, ვალჟანი, ჟილნორმანი
  45. Valjean's Confession – ვალჟანი, მარიუსი
  46. Suddenly [რეპრიზა] – მარიუსი, კოზეტი
  47. Wedding Chorale – Chorus, მარიუსი, ტენარდიე, მადამ დენარდიე
  48. Beggars at the Feast – ტენარდიე, მადამ ტენარდიე
  49. Valjean's Death – ვალჟანი, ფანტინი, კოზეტი, მარიუსი, დინის ეპისკოპოსი
  50. Do You Hear the People Sing? [რეპრიზა] – მთელი გუნდი

შეფასებები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი შეფასებები არაერთგვაროვანი იყო, მაგრამ ძირითადად - დადებითი.[14] მრავალმა კრიტიკოსმა შეაქო ჰიუ ჯეკმენისა და ენ ჰეთეუეის შესრულება.

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: ენ ჰეთეუეი
  2. საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: ლიზა ვესტკოტი
  3. საუკეთესო ხმა: ენდი ნელსონი, მარკ პატერსონი და სიმონ ჰეიესი

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია
  2. საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა და კომედიაში: ჰიუ ჯეკმენი
  3. საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: ენ ჰეთეუეი

BAFTA

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: ენ ჰეთეუეი
  2. საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: ლიზა ვესტკოტი
  3. საუკეთესო ხმა: ენდი ნელსონი, მარკ პატერსონი და სიმონ ჰეიესი
  4. საუკეთესო დიზაინი: ივ სტიუარტი და ანა ლინჩ-რობინსონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Production Notes. Universal Pictures. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 10 January 2013.
  2. 2.0 2.1 „Les Miserables film gets world premiere in London“. The Telegraph. 6 December 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 7 December 2012. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "premiere" defined multiple times with different content; $2
  3. Les Miserables. British Board of Film Classification (28 November 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 29 December 2012.
  4. 'Les Miserables'. Guardian. ციტირების თარიღი: 14 January 2013.
  5. 'Les Miserables'. Odeon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 14 January 2013.
  6. Breznican, Anthony (31 October 2012). „Les Miz Soars Again“. Entertainment Weekly. Time Warner. ციტირების თარიღი: 7 November 2012.
  7. 7.0 7.1 Les Misérables (2012). Box Office Mojo. IMDb. ციტირების თარიღი: 27 January 2013.
  8. „Twitter Watch: Hugh Jackman“. BroadwayWorld.com. Wisdom Digital Media. 8 March 2012. ციტირების თარიღი: 28 July 2012.
  9. Les Misérables (2012). Box Office Mojo. IMDb. ციტირების თარიღი: 18 January 2013.
  10. Tara Fowler (18 September 2012). 'Les Misérables' moves release date to Christmas Day“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 18 September 2012.
  11. Release dates for 'Les Misérables'. IMDb. Amazon.com. ციტირების თარიღი: 28 September 2012.
  12. Les Misérables Film Soundtrack Will Have Dec. 26 Release. Playbill.com (27 November 2012). ციტირების თარიღი: 30 December 2012.
  13. Twitter / RepublicRecords: @russellcrowe A deluxe of the .... Twitter.com (25 January 2013). ციტირების თარიღი: 27 January 2013.
  14. „Metacritic provided reviews“.