საბადურისგორის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაკაბეთის საბადურისგორის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის სამხრეთით, სასაფლაოზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით.

ძეგლი შეისწავლა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით.

ნამოსახლარი კონუსებრივ, მაღალ გორაზე დგას, რომელსაც გარცემო ერთი ფართე ტერასა აკრავს. ძეგლის ამონაყარ მიწაში აღმოჩენილია კაჟის ნამგლის ჩასართი და მოყავისფროდ გამომწვარი, ზოლებით შემკრული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]