რუხი კურდღელი
იერსახე
| რუხი კურდღელი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Lepus europaeus | |||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 41280 | |||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||
|
| |||||||||||||
| |||||||||||||
რუხი კურდღელი (ლათ. Lepus europaeus) — ძუძუმწოვარი ცხოველი კურდღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 57-68 სმ, წონა 4-6 კგ. 7 კგ-მდე იშვიათად იზრდება. დამახასიათებელია სხეულის მსხვილი აღნაგობა. გარეგნულად თეთრანასგან განსხვავდება შედარებით გრძელი ყურებითა (9,4-14 სმ) და კუდით (7,2-14 სმ). თვალები მოყავისფრო-მოწითალოა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. გვხვდება საქართველოშიც. ნამარხი სახეობები ცნობილია აზერბაიჯანისა და ყირიმის ნახევარკუნძულის პლეისტოცენური ნალექებიდან. ბინადრობს ღია ადგილებში, ტყე-სტეპის, სტეპისა და ნახევარუდაბნო-სტეპის ლანდშაფტებში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუხი კურდღელი დაარქივებული 2015-12-26 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- რუხი კურდღელი (რუსული)
