შინაარსზე გადასვლა

რუსული რეალისტური ხელოვნების ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსული რეალისტური ხელოვნების ინსტიტუტი
55°43′51″ ჩ. გ. 37°39′32″ ა. გ. / 55.73083° ჩ. გ. 37.65889° ა. გ. / 55.73083; 37.65889
დაარსდა 2011
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა მოსკოვი
ოფიციალური საიტი http://www.rusrealart.ru
Map

რუსული რეალისტური ხელოვნების ინსტიტუტი (რუს. Институ́т ру́сского реалисти́ческого иску́сства) — კერძო მუზეუმი და საგამოფენო ცენტრი მოსკოვში. გაიხსნა 2011 წლის 1 დეკემბერს ალექსეი ანანიევის ინიციატივით, მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში მდებარე 1823 წელს აგებული საჩითავი ქარხნის ძველ შენობაში. მისი კოლექცია მიიჩნევა XX საუკუნის რუსული რეალისტური ფერწერის სკოლის ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციად. 2018 წლის მონაცემებით მუზეუმში დაცულია 500-ზე მეტი ნამუშევარი.[1] 2019 წელს დირექციამ გამოაცხადა მუზეუმის დახურვის შესახებ,[2] რაც განაპირობა ანანიევის შემოსავლების დაყადაღებამ.[3] 2021 წლის მონაცემებით მუზეუმი კვლავ დაკეტილია, ხოლო ექსპონატები დაყადაღებული.

ქარხნის შენობა 1823 წელს ააშენა შვეიცარიელმა ხელოსანმა ბუხერმა. მომდევნო ათწლეულებში, ქარხანა გახდა ყველაზე დიდი საჩითავი საწარმო რუსეთის იმპერიაში.[4]

1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ფაბრიკა გახდა მუშათა მასობრივი გაფიცვების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასთან ერთად, წარმოებას ეწოდა „პირველი საჩითავი ქარხანა“[4].

სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ქსოვილების მოხმარების შემცირების გამო, ქარხანამ შეწყვიტა კონკურენცია ივანოვოს საწარმოებთან. ახალმა მფლობელმა კომპანია „Промсвязьнедвижимость“-მა, 1990-იანი წლების ბოლოს გადაწყვიტეს საამქროების უმეტესობის დახურვა.[5][6]

მუზეუმის ფონდი შეიცავს რუსული რეალისტური ხელოვნების 6000-ზე მეტ ნამუშევარს, მაგრამ მუდმივ გამოფენაზე მხოლოდ 500 ნამუშევარია წარმოდგენილი. ექსპოზიცია მოწყობილია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და განთავსებულია შენობის სამ სართულზე, რომლის საერთო ფართობია 4500 მ²[7].

2016 წლისთვის მუზეუმმა გაიარა საგამოფენო სივრცის ფართომასშტაბიანი რემონტი. რემონტის შემდეგ, შენობა აღჭურვეს კლიმატის კონტროლის სისტემით, რაც საშუალებას იძლევა შეინარჩუნოს ნახატებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა.[8].

პირველ სართულზე გამოფენილია XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისის მხატვრების ნამუშევრები. წარმოდგენილი ნამუშევრები მოიცავს არკადი პლასტოვის, სერგეი გერასიმოვის, ალექსანდრე დეინეკას, იური პიმენოვის, გეორგი ნისა და ისააკ ბროდსკის ტილოებს[9].

მეორე სართულზე ომის შემდგომი საბჭოთა ხელოვნებაა გამოფენილი. დარბაზების პირველ ნახევარში არის ნამუშევრები, რომლებიც ეძღვნება დიდ სამამულო ომს და იმდროინდელი რუსული სოფლის ხედებს. დარბაზების მეორე ნახევარი მოიცავს მხატვრების ნამუშევრებს ხრუშჩოვის დათბობის პერიოდიდან: გელი კორჟევი, ძმები სერგეი და ალექსეი ტკაჩევები, ვიქტორ ივანოვი, პიოტრ ოსოვსკი, დიმიტრი ჟილინსკი, ტაირ სალახოვი .

ზედა სართულის ექსპოზიცია ეძღვნება თანამედროვე ხელოვნებას, რომელიც შეიქმნა 1970 -იანი წლებიდან. ოთახები გაფორმებულია მინიმალისტური სტილით და შავ-თეთრი ფერით. კედლებზე გამოსახულია ვიქტორ კალინინის, ალექსეი სუხოვეცკის, ვლადიმერ ტელინის, ვიაჩესლავ სტეკოლშჩიკოვის, ვიაჩესლავ ზაგონეკისა და მიხაილ იზოტოვის ნახატები.

  • Дьяконов В. Спортивная живопись. — КоммерсантЪ, 2014. — Вып. 4. — С. 39.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Институт русского реалистического искусства. Олимпиада. ციტირების თარიღი: 2018-10-28.
  2. Институт русского реалистического искусства Ананьева объявил о закрытии. Ведомости (2017-06-04). ციტირების თარიღი: 2019-06-05.
  3. Суд арестовал имущество и активы основателя Института русского реалистического искусства Алексея Ананьева. The Art Newspaper Russia (2019-05-31). ციტირების თარიღი: 2019-06-05.
  4. 4.0 4.1 История დაარქივებული 2020-02-24 საიტზე Wayback Machine. Институт русского реалистического искусства. Дата обращения: 28 октября 2018. (недоступная ссылка)
  5. Новоспасский Двор. Re-Developer. ციტირების თარიღი: 2018-10-29.
  6. Иван Мацарский. (2006-07-12) Набитый деньгами ситец. Проект по строительству на месте Московской ситценабивной фабрики бизнес-парка получит новое развитие. Sostav.ru. ციტირების თარიღი: 2018-10-29.
  7. Ленин, Сталин и другие официальные лица — вожди на полотнах советских художников из собрания Музея Института русского реалистического искусства/
  8. Институт русского реалистического искусства снова откроется в декабре The Village (11 ноября 2016)
  9. Институт русского реалистического искусства превратился в стильный музей Ведомости (12 января 2017). Дата обращения: 28 октября 2018.