შინაარსზე გადასვლა

რუსული თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსული თეთრი (რუს. Русская белая) — ქათმის ჯიში მეკვერცხული მიმართულებისა. გამოყვანილია ყოფილ სსრკ-ში ლეგჰორნისა და რსფსრ ცენტრალური რაიონების ადგილობრივი ქათმების შეჯვარებით. ჯიში დამტკიცებულია 1953 წელს. შებუმბვლილია თეთრად, ყვითელი ფეხები აქვს. მამალი იწონის 2,8-3 კგ, დედალი 2,1-2,2 კგ. წლიური საშუალო კვერცხმდებლობა 180-200 კვერცხია, თითოეული კვერცხი იწონის 60-65 გ. ფრინველს აკლიმატიზაციის კარგი უნარი აქვს და ასევე კარგად იტანს შენახვის ნახევრად გალიურსა და გალიურ პირობებს.