შინაარსზე გადასვლა

რუსუდან გოცირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსუდან გოცირიძე

მიშელ ობამა, რუსუდან გოცირიძე და ჰიზერ ჰიგინბოტომი
დაბადების თარიღი 8 თებერვალი, 1975
თბილისი, საქართველოს სსრ

რუსუდან გოცირიძე (დ. 8 თებერვალი, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ) — საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი. ილიას უნივერსიტეტის ქრისტიანული თეოლოგიის მაგისტრი.[1]

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. პირველი ქალი ეპისკოპოსი საქართველოში. იბრძვის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღსაკვეთად, თანასწორობის უფლების რეალიზებისთვის და შექმნა რელიგიათაშორისი დიალოგის პლატფორმა, რელიგიურ უმცირესობათა მხარდასაჭერად. ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, რომელმაც საჯაროდ გამოხატა ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდაჭერა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მე-6 ფორუმზე მან ისაუბრა რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე საქართველოში. რუსუდან გოცირიძეს, 2014 წელს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდო.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]