შინაარსზე გადასვლა

რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი
59°56′16″ ჩ. გ. 30°20′03″ ა. გ. / 59.9379806° ჩ. გ. 30.3344389° ა. გ. / 59.9379806; 30.3344389
დაარსდა 1902
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
კლასიფიკაცია რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810526003
ოფიციალური საიტი ethnomuseum.ru
Map

რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი (რუს. Российский этнографический музей, РЭМ) — ერთ-ერთი უდიდესი ეთნოგრაფიული მუზეუმი ევროპაში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ფედერაცია. დაარსდა როგორც რუსეთის სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილება ნიკოლოზ II-ის მიერ, მისი მამის, ალექსანდრე III-ის ნებისა და პატივისცემის ნიშნად 1895 წლის 25 აპრილის № 11532 ბრძანებით და ეწოდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის რუსული მუზეუმი“.

მუზეუმი განთავსებულია შემდეგ მისამართზე: სანქტ-პეტერბურგი, ინჟინრების ქუჩა, სახლი 4/1, რუსეთის სახელმწიფო მუზეუმის გვერდით. მუზეუმის შენობა ააგეს 1902-1913 წლებში არქიტექტორ ვასილ თევდორეს ძე სვინინის პროექტის მიხედვით.

რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსების თარიღად ითვლება 1895 წელი, როდესაც რუსეთის სახელმწიფო მუზეუმთან სამუილ დუდინის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსდა ეთნოგრაფიული განყოფილება. თავისუფალი სტუმრობისათვის იგი გაიხსნა მხოლოდ 1923 წელს.

1934 წელს ეთნოგრაფიული განყოფილება დამოუკიდებელი მუზეუმი გახდა და ეწოდა ეთნოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. 1948 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც მოსკოვში გადაეცა საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმის კოლექცია, ეწოდა საბჭოთა კავშირის ხალხთა სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმი. 1992 წლიდან კი ეწოვება - რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მუზეუმს აქვს რამდენიმე განყოფილება: რუსეთის ხალხთა ეთნოგრაფიის, ბელარუსის, უკრაინის და მოლდოვის ეთნოგრაფიის, ჩრდილო-დასავლეთისა და ბალტიისპირეთის ხალხთა ეთნოგრაფიის, კავკასიის, შუა აზიისა და ყაზახეთის ხალხთა ეთნოგრაფიის, ვოლგისპირეთისა და ურალისპირეთის ხალხთა ეთნოგრაფიისა და ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხთა ეთნოგრაფიის განყოფილებები.

მუზეუმთან მოქმედებს „საბავშვო ეთნოგრაფიული ცენტრი“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]