შინაარსზე გადასვლა

რუმეისა სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმეისა სულთანი
მშობლიური სახელი Rumeysa Sultan
დაბადების სახელი ნადია ფრანკოსი
დაბადების თარიღი 1516
ბოსნია
გარდაცვალების თარიღი 1555
იზმირი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) შეჰზადე მუსტაფა
შვილ(ებ)ი შეჰზადე მეჰმედი
შეჰზადე ორჰანი
შაჰ სულთანი
აიშე სულთანი

რუმეისა სულთანი ასევე ცნობილია, როგორც რუმეისა ქადინ ეფენდი (დაბ. სახელი თურქ. Nadia Frankos; თურქ. Rumeysa Sultan) — შეჰზადე მუსტაფას მეორე ხარჭა.

ნადია ფრანკოსი დაიბადა ბოსნიაში ფრანგი მკერავის და ბოსნიელი მხატვრის ოჯახში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. 12 წლის ასაკში მოხვდა ჰარამხანაში, სადაც შეჰზადე მუსტაფას საყვარელი ხარჭა გახდა. 1547 წელს შეეძინა პირველი ვაჟი შეჰზადე მეჰმედი. შეჰზადე მუსტაფას და მისი შვილის, მეჰმედის სიკვდილით დასჯის შემდეგ მაჰიდევრან სულთანთან ერთად ჯერ ბურსაში[1], ხოლო შემდეგ იზმირში წავიდა, სადაც მისი კეთილშობილობის გამო ქადინ ეფენდის უწოდებდნენ[2].

რუმეისას და მუსტაფას შეეძინათ 4 შვილი.

  • შეჰზადე მეჰმედი[2] (1546 — 1553) — მამის გარდაცვალების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
  • აიშე სულთანი[2]
  • შაჰ სულთანი[3] (1547 — 1577) — აბულქერიმ-აღას ცოლი.
  • შეჰზადე ორჰანი (? — 1552) — მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
  1. Sakaoğlu, Necdet, Süleyman, Hurrem ve Diğerleri: Bir Dönemin Gerçek Hikayesi. — გვ. 27.
  2. 2.0 2.1 2.2 Meraklısına: Şehzade Mustafa’nın Karısı – Cariyesi Dilefruz- Rümeysa Sultan Kimdir?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 2014-10-03.
  3. Yılmaz Öztuna, Kanuni Sultan Süleyman, Babıali Kültür Yayınları, 2006. — გვ. 174-189.