რუისპირის მარიამწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რუისპირის მარიამწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ რუისპირის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე. სავარაუდოდ, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა (7 x 5,6 მ), ნაგებია რიყის ქვით, გარეთა კედლების წყობში ალაგ-ალაგ, მოზდილი, არაწესიერი ფორმის, ნატეხი ქვებია ჩართული. წყობა ირეგულარულია. დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა, მონგრეულია კუთხეების დიდი ნაწილი და დასავლეთ კედლის ფრონტონის წვერი. ფასადებზე ალაგ-ალაგ ჩამოცვენილია საპირე ქვები.

ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, იგი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული. ეკლესიის დარბაზი შესამჩმევად მოკლეა. აღმოსავლეთით მას ერთვის ღრმა, ნახევარწრიული აფსიდი, რისი სიღრმეც თითქმის დარბაზის სიგრძის ტოლია, შიდა სივრცე განათებული იყო ორი, სწორკუთხა სარკმლით, მათ შორის ერთი - აფსიდშია, ხოლო მეორე - დასავლეთ კედელში შესასვლელის ოდნავ ზემოთ. აფსიდში სამი, მცირე, სწორკუთხა ნიშაა: ჩრდილოეთით ორი, სამხრეთით - ერთი, აფსიდში სარკმლის ქვემოთ, კედელზე, კუბური ფორმის ტრაპეზია მიბჯენილი. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ოდნავ დადაბლებული ნახევარწის ფორმისაა, მსგავსი მოხაზულობა ჰქონდა კამარასაც, მისი მცირე ნაწილები, გრძივი კედლების გარდა, კონქის თაღსაც და დასავლეთ კედელსაც შემორჩა. გარედან კედლები სადაა. გრძივ კედლებზე შემორჩენილია რიყის ქვით ნაწყობი, თაროსებრი ლავგარდბის ნაწილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]