შინაარსზე გადასვლა

როშკის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როშკის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკის აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მდინარე როშკისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძეგლი შედგება ნატეხი ქვით ნაგები რამდენიმე ნამოსახლარისაგან. თითოეულში ორი ან სამი სათავსის ნაშთია.