როსტვერკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

როსტვერკი (გერმ. Rostwerk < Rost „გისოსი“ და Werk „ნაგებობა, სიმაგრე“), ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია (ბეტონის ან რკინაბეტონის ფილა ან კოჭი), რომელიც აერთიანებს ხიმინჯების თავებს და ემსახურება დატვირთვის თანაბრად განაწილებას ხიმინჯებზე. როსტვერკის ასაგებ მასალად იყენებენ ბეტონს ან რკინაბეტონს (ასაწყობს ან მონოლითურს), იშვიათად — ხესა და ლითონს. სახელწოდება „როსტვერკი“ წარმოიქმნა ადრე გამოყენებულ კონსტრუქციასთან დაკავშირებით: მას ჰქონდა ხის ძელებისაგან შედგენილი გისოსის სახე, რომელზეც დაგებული იყო ფიცარფენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 446, თბ., 1984