როჟა პეტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როჟა პეტერი
უნგრ. Péter Rózsa
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1905(1905-02-17)[1]
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდ. თარიღი 16 თებერვალი, 1977(1977-02-16)[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი ბუდაპეშტი[2]
დასაფლავებულია ფარკაშრეტის სასაფლაო[3] [4]
მოქალაქეობა  უნგრეთი
ეროვნება ებრაელები[1]
საქმიანობა მათემატიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერი[5]
მუშაობის ადგილი ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი[1] და Budapesti Tanítóképző Főiskola[1]
ალმა-მატერი ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი[1]
ჯილდოები Kossuth Prize[1] , State Award of the People's Republic of Hungary[1] და Manó Beke Prize[1]

როჟა პეტერი ( უნგრ. Péter Rózsa; ნამდვილი გვარი პოლიტცერი (უნგრ. Politzer); დ. 17 თებერვალი, 1905 — გ. 16 თებერვალი, 1977) — უნგრელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, რეკურსიული ფუნქციის თეორიის ავტორი.[6]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბუდაპეშტში, ებრაულ ოჯახში. მან განათლება მიიღო პეტერ პაზმანის უნივერსიტეტში (ახლანდელი ბუდაპეშტის უნივერსიტეტი). თავდაპირველად ქიმიას სწავლობდა, მოგვიანებით კი მათემატიკით დაინტერესდა. იყო ლიპოტ ფეიერის მოსწავლე. 1927 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაციით. თუმცა ვერ იშოვა მუდმივი სამუშაო დიდი დეპრესიის მოვლენების გამო და ამიტომ რეპეტიტორობა დაიწყო, ამავე დროს სწავლობდა ასპირანტურაში.

Კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპირანტურაში პეტერი იკვლევდა რიცხვების თეორიას. თავიდან დაიწყო სამაგისტრო კვლევა რიცხვების თეორიაზე. აღმოაჩინა, რომ მისი შედეგები უკვე დადასტურებული იყო რობერტ კარმაიკლისა და ლ. დიქსონის შრომებთ. ამიტომ მიატოვა მათემატიკა და კონცენტრირება პოეზიაზე მოახდინა. თუმცა, მეგობარმა ლასლო კალმარმა დაარწმუნა დაბრუნებოდა მათემატიკას და შესთავაზა გამოეკვლია კურტ გოდელის ნაშრომი არასრულყოფილების თეორიაზე.

პეტერმა წარმოადგინა რეკურსიულ თეორიაზე მუშაობის შედეგები, "რეკურსიული ფუნქციონალი", მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე ციურიხში, შვეიცარია, 1932 წელს, ხოლო 1936 წელს წარმოადგინა ნაშრომი სახელწოდებით (გერმ. ) "Über rekursive Funktionen der zweiten Stufe" მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე ოსლოში. ამ ნაშრომებმა ხელი შეუწყო რეკურსიული ფუნქციების თეორიის თანამედროვე სფეროს, როგორც მათემატიკური კვლევის ცალკეული სფეროს ჩამოყალიბებას.

როჟა პეტერი 1937 წელს დაინიშნა ჟურნალ Symbolic Logic-ის აღმასრულებელ რედაქტორად.

1939 წელს უნგრეთში ებრაელებთან დაკავშირებით კანონების მიღების შემდეგ, ებრაული წარმომავლობის გამო პეტერს აეკრძალა სწავლება. იგი მცირე ხნით მოათავსეს ბუდაპეშტის გეტოში. მეორე მსოფლიო ომის დროს მან დაწერა წიგნი "თამაში უსასრულობასთან: მათემატიკური გამოკვლევები და ექსკურსიები"— ნაშრომი არაპროფესიონალი მკითხველებისთვის რიცხვების თეორიასა და ლოგიკის თემებზე. თავდაპირველად გამოქვეყნდა უნგრულად. შემდეგ ითარგმნა ინგლისურად და სულ მცირე ათეულ სხვა ენაზე

1945 წელს ომის დასრულებასთან ერთად პეტერი პირველად დაინიშნა სრულ განაკვეთზე ბუდაპეშტის მასწავლებელთა კოლეჯში პედაგოგად. 1952 წელს იგი გახდა პირველი უნგრელი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკაში. 1955 წელს კოლეჯის დახურვის შემდეგ, იგი ასწავლიდა Eötvös Loránd-ის უნივერსიტეტში 1975 წელს პენსიაზე გასვლამდე.

1950-იანი წლების შუა პერიოდიდან პეტერმა გამოიყენა რეკურსიული ფუნქციების თეორია კომპიუტერებზე. მან დაწერა თავისი ბოლო წიგნი, რომელიც გამოიცა 1976 წელს, სახელწოდებით (გერმ. )" Rekursive Funktionen in der Computer-Theorie " ("რეკურსიული ფუნქციები კომპიუტერის თეორიაში"). წიგნი ინგლისურ ენაზე 1981 წელს ითარგმნა.

Ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1951 — კოშუტის პრემია
  • 1953 — იანოშ ბოლიაის მათემატიკის საზოგადოების მანობეკეს პრემია
  • 1970 — ვერცხლის სახელმწიფო პრემია
  • 1973 — ოქროს სახელმწიფო პრემია, პირველი ქალი არჩეული უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. Petőfi Literary Museum — 1954.
  3. https://epa.oszk.hu/00000/00003/00030/adattar.html
  4. https://epa.oszk.hu/00000/00003/00030/nevmutato.html
  5. Czech National Authority Database
  6. Tamássy, István (1994). "Interview with Róza Péter". Modern Logic. 4 (3): 277–280.