რომან კაჩანოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომან კაჩანოვი
Romankachanov.jpg
დაბ. სახელი რუვიმ აბელის ძე კაჩანოვი
დაბ. ადგილი სმოლენსკი, რსფსრ
დაბ. თარიღი 25 თებერვალი 1921
გარდ. თარიღი 4 ივლისი 1993
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა რეჟისორი-მულტიპლიკატორი
სცენარისტი
დამდგმელი მხატვარი
წლები 1946—1989
საცხოვრებელი ადგილი დროშა: სსრკ სსრკდროშა: რუსეთი რუსეთი
სხვა ჯილდოები
სსრკ სახელმწიფო პრემია (1982)
რსფსრ-ს სახალხო არტისტი

რომან კაჩანოვი — საბჭოთა რეჟისორი-მულტიპლიკატორი, რუსული თოჯინური ანიმაციის ტრადიციების ერთ-ერთი დამაარსებელი, რეჟისორი, სცენარისტი და მრავალი ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

რომან კაჩანოვი დაიბადა 1921 წელს, სმოლენსკში. დედა, ხაია კაჩანოვა, გარდაიცვალა, როდესაც რომანი 11 წლის იყო. 1939 წლის გაზაფხულზე კაჩანოვი ჯარში გაიწვიეს. 1940 წელს სამხედრო თვითმფრინავმა, რომელშიც იგი იჯდა, კატასტროფა განიცადა. მეორე პილოტი დაიღუპა, ხოლო რომანი მძიმე ჭრილობით ჰოსპიტალში მოხვდა. 1941 წელს იგი ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში ჩაირიცხა. დიდი სამამულო ომის დასაწყისში კვლავ იქნა საბჭოთა არმიაში, საჰაერო-სადესანტო ჯარებში. 1941-1945 წლებში იგი საპარაშუტო-სადესანტო სამსახურის ინსტრუქტორის მოვალეობას ასრულებდა. ომის დასრულებისას მიენიჭა უფროსი სერჟანტის წოდება.

ჯერ კიდევ დემობილიზაციამდე, 1946 წელს რომანმა გადაწყვიტა კინოსფეროში ეცადა ბედი, ამიტომ ბოლშევოში, თავდაცვის სამინისტროს კინოსტუდიაში გადაყვანა ითხოვა.

შემოქმედება[რედაქტირება]

დემობილიზაციის შემდეგ რომანმა სტუდია სოიუზმულტფილმში, მხატვარ-მულტიპლიკატორთა კურსები გაიარა და იმავე, 1946 წელს, დაასრულა.

1947-1957 წლებში იგი მუშაობდა მხატვარ-მულტიპლიკატორად, რეჟისორის ასისტენტად და დამდგმელ მხატვრად უფროსი თაობის რეჟისორ-მულტიპლიკატორებთან, რომელთა შორის იყვნენ: ლევ ატამანოვი, ივანე ინანოვ-ვანო, დიმიტრი ბაბიჩენკო, ვლადიმირ პოლკოვნიკოვი და სხვები. ამ უკანასკნელს იგი თვლიდა თავის მასწავლებლად რეჟისურის სფეროში.

1958 წელს შედგა კაჩანოვის სარეჟისორო დებიუტი მოხუცი და წერო. 1959 წელს გადაიღო შეყვარებული ღრუბელი, რომელმაც რამდენიმე ფესტივალზე პრიზები მიიღო. მოგვიანებით კაჩანოვმა შეწყვიტა ასისტენტად მუშაობა და მთლიანად სარეჟისორო ნამუშევრებზე გადაერთო.

მისი ფილმები ხელთათმანი, ნიანგი გენა და მესამე პლანეტის საიდუმლო აღიარებული იქნა რუსული და მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკად.

ხელთათმანი[რედაქტირება]

1967 წელს გადაღებული ხელთათმანი არის რომან კაჩანოვის პირველი, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ნამუშევარი. ეს არის პირველი საბჭოთა თოჯინური ანიმაციური ფილმი, რომელიც უცხო ქვეყნებმა დიდი ინტერესით მიიღეს.

ნიანგ გენას, ჩებურაშკასა და შაპოკლიაკის ტრილოგია[რედაქტირება]

ამ ფილმებში პირველად შეიქმნა ლიტერატურული პერსონაჟების, ჩებურაშკას, ნიანგ გენასა და შაპოკლიაკის ანიმაციური ვერსიები, რომლებიც რუსული კულტურის ნაწილად იქცნენ.

მესამე პლანეტის საიდუმლო[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მესამე პლანეტის საიდუმლო.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მესამე პლანეტის საიდუმლომ, რომელიც კირ ბულიჩოვის რომანების მიხედვით არის გადაღებული, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკულტო სტატუსი შეიძინა.

გავლენა და მემკვიდრეობა[რედაქტირება]

რომან კაჩანოვის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია საბჭოთა და უცხოურ თოჯინურ ანიმაციაზე. მას საკუთარი შთაგონების წყაროდ და მასწავლებლად თვლიდნენ კიხაჩირო კავამოტო (იაპონია), მონიკა კრაუზე (გდრ), იური ნორშტეინი (სსრკ) და სხვები.

კაჩანოვის შვილი, ასევე რომანი - რეჟისორი და სცენარისტი. მოღვაწეობს მხატვრული ფილმების სფეროში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რეჟისორი[რედაქტირება]

  1. 1958მოხუცი და წერო
  2. 1959შეყვარებული ღრუბელი
  3. 1960მაშა და დათვი
  4. 1961ახალი
  5. 1962წყენა
  6. 1963როგორ აუშენეს კნუტს სახლი
  7. 1964ალიოშას ზღაპრები
  8. 1964პატარა ბაყაყი მამას ეძებს
  9. 1965პორტრეტი
  10. 1966დაიკარგა შვილიშვილი
  11. 1967ხელთათმანი
  12. 1968მეტოქეები
  13. 1969ნიანგი გენა
  14. 1970წერილი
  15. 1971ჩებურაშკა
  16. 1972დედა
  17. 1972ნეზნაიკას საჰაერო თავგადასავალი
  18. 1973ავრორა
  19. 1973შაპოკლიაკი
  20. 1975ჯადოქარ ბახრამის მემკვიდრეობა
  21. 1977ყვავილის უკანასკნელი ფურცელი
  22. 1978მეტამორფოზა
  23. 1981მესამე პლანეტის საიდუმლო
  24. 1982ჯადოსნური წამალი
  25. 1983ჩებურაშკა სკოლაში მიდის
  26. 1983ამოუცნობი ფილმი
  27. 1985ორი ბილეთი ინდოეთში
  28. 1986ტექნიკის საოცრებები

სცენარის ავტორი[რედაქტირება]

  1. 1958მოხუცი და წერო
  2. 1965დათუნია გზაზე
  3. 1969ნიანგი გენა
  4. 1971ჩებურაშკა
  5. 1972უიღბლო
  6. 1973ავრორა
  7. 1972ყანჩა და წერო
  8. 1973შაპოკლიაკი
  9. 1975ჯადოქარ ბახრამის მემკვიდრეობა
  10. 1977ყვავილის უკანასკნელი ფურცელი
  11. 1977ურჩობის დღესასწაული
  12. 1978მეტამორფოზა
  13. 1982ბაბუას, ბებიას და ჭრელა ქათამის შესახებ
  14. 1983ჩებურაშკა სკოლაში მიდის
  15. 1983ამოუცნობი ფილმი
  16. 1985თეთრეკალა
  17. 1989უცხოპლანეტელი კომბოსტოში

დამდგმელი მხატვარი[რედაქტირება]

  1. 1953გულადი პაკი
  2. 1955მოჯადოებული ბიჭუნა
  3. 1956ტურა და აქლემი
  4. 1958სოკო-კოშკურა

მულტიპლიკატორი[რედაქტირება]

  1. 1948ფედია ზაიცევი
  2. 1950ჯადოსნური განძი
  3. 1950პირველი ვინ არის?
  4. 1950ზღაპარი მებადურსა და თევზზე
  5. 1951შობისწინა ღამე
  6. 1952ალისფერი ყვავილი
  7. 1952სნეგუროჩკა
  8. 1953ძმები ლიუ
  9. 1954მეფის ასული-ბაყაყი
  10. 1954ოქროს ანტილოპა
  11. 1954ჩალის ხბო
  12. 1955არაჩვეულებრივი მატჩი
  13. 1955ოქროს ბიბილოიანი მამალი
  14. 1956ტურა და აქლემი
  15. 1957ერთ სამეფოში
  16. 1958პეტია და მგელი

კინოჟურნალის 'ფთილა’ სიუჟეტების რეჟისორი[რედაქტირება]

  1. 1971 — გაბედული მამალი
  2. 1971 — მოვიდნენ-წავიდნენ
  3. 1972 — ამ გზით არ მივდივარ
  4. 1974 — ტალანტები და თაყვანისმცემლები

სამხატვრო ხელმძღვანელი[რედაქტირება]

  1. 1969მხიარული კარუსელი #1
  2. 1987გმირული ფაფა
  3. 1988შემთხვევა ბეჰემოტთან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]