როლანდ შავაძე
| როლანდ შავაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | მეკეიძეები, ხულოს მუნიციპალიტეტი, საქართველო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | პედაგოგი, ინგლისური ენის მასწავლებელი |
| აქტიური | XXI საუკუნე |
| ჯილდოები |
2022 წლის |
როლანდ შავაძე — ქართველი პედაგოგი, ინგლისური ენის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებული.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როლანდ შავაძე დაიბადა და გაიზარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს.[1] 2015 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პროფესიული საქმიანობა დაიწყო მაღალმთიან აჭარაში, სადაც იმ პერიოდში ინგლისური ენის მასწავლებლების დეფიციტი იყო. მას შემდეგ ასწავლის მეკეიძეების საჯარო სკოლაში.[1]
სკოლაში მუშაობის პარალელურად მუდმივად ჩართულია პროფესიული განვითარების პროცესებში; არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი კვლევა ეხება საგანმანათლებლო დისკურსში ბულინგის ლინგვისტურ თავისებურებებს.[1]
პედაგოგიური ხედვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შავაძის აზრით, მასწავლებელმა, საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეებში ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი ხედვით, სკოლა არის სივრცე, სადაც მოსწავლე სწავლობს, რომ ადამიანი უმაღლესი ღირებულია, ხოლო ისეთი ნიშნები, როგორიცაა რელიგია, რასა, ეთნოსი და სქესი, ან პირადი არჩევანია, ან ბუნებრივი მოცემულობა.[1]
ამ მიზნისთვის ის აწყობს ონლაინ შეხვედრებს, სადაც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები იცნობენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს და განიხილავენ აქტუალურ საკითხებს.[1]
პროექტები და ინიციატივები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შავაძემ ჩამოაყალიბა ლიტერატურული კლუბი, რომელიც ბრიტანული მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას ემსახურება. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები განიხილავენ როგორც ტექსტებს, ასევე ერთი ეპოქის ქართულ და ბრიტანულ ნაწარმოებებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს.[1]
მისი მუშაობის პერიოდში გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში; ეროვნული გამოცდების პრაქტიკაში მისი მოსწავლეებისთვის წარუმატებელი შედეგი არ ფიქსირდებოდა.[1]
2021 წელს, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, უზრუნველყო 30 სტუდენტის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის სრული დაფინანსება.[1]
საზოგადოებრივი საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შავაძე თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-თან — სხვადასხვა რელიგიური დენომინაციის მოსწავლეები ერთობლივ აქტივობებში ერთიანდებოდნენ, რაც ხელს უწყობდა ურთიერთპატივისცემისა და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას. მისი შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური ნიშნით შუღლის პროპაგანდის პრევენცია და მოსწავლეთა სოლიდარობის გაძლიერება.[1]
ის კონსულტანტ-მასწავლებლად ესწრება გაკვეთილებს აჭარის სხვადასხვა სკოლაში და კოლეგებთან ერთად განიხილავს უცხოური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებს. ასევე არის განათლების მიმართულებით არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და გაცვლით პროგრამებში.[1]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||