როინ აბუსელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როინ აბუსელიძე

როინ აბუსელიძე (დ. 25 ივლისი, 1988) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს დაამთავრა ბათუმის 22-ე საშუალო სკოლა. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წელს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განხრით.

ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. მისი ლექსები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში: „ჭოროხი“, „კვირის პალიტრა“, „ლიტერატურული საქართველო“, „ცისკარი“, „მნათობი“; გამოცემული აქვს კრებულები „ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა“, „ჰოლი“, „მიწის პოეტების მსხვერპლი“. ასევე, გამოიცა რ. აბუსელიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების წიგნი, „ა ბ გ დ“. და კიდევ ერთი კრებული „მეცხრე ტალღა“, რომელშიც როინისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა. მისი ლექსები 2010 წლიდან იბეჭდება, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. იგი მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. 2014-2023 წლებში მისი ლექსები ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, სომხურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. არის ლიტერატურული კონკურსის - „ლექსების გამოფენის გამარჯვებული, თბილისის მერიის კონკურსის ორგზის ლაურეატი, მიღებული აქვს პრემია ზურაბ გორგილაძის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, იერუსალიმის პატრიარქის საპატიო ორდენი. არის „აჭარის მწერალთა სახლის“ ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზატორი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წინანდალის პრემია,
  • ფრიდონ ხალვაშის პრემია,
  • ზურაბ გორგილაძის პრემია,
  • მაჩაბლის პრემია,
  • იერუსალიმის პატრიარქის საპატიო ორდენი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ა ბ გ დ“,
  • „ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა“,
  • „მეცხრე ტალღა“,
  • „ქართული პოეზიის ანთოლოგია",
  • „ოცდათვრამეტი და კიდევ სამი ხაზი“,
  • ჰოლი“,
  • „ა ბ გ დ - 2“,
  • „მიწის პოეტების მსხვერპლი“,
  • „მე მქვია ბათუმი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ, ბათუმი, 2019, გვ. 7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]