ზურაბ გორგილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორგილაძე.
ზურაბ გორგილაძე
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1937(1937-05-05)
დაბადების ადგილი გორგაძეები, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი, 2006(2006-04-08) (68 წლის)
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ხატიმამული
ჯილდოები მემედ აბაშიძის სახელობის პრემია, საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია და ღირსების ორდენი
გავლენა მოახდინეს

ზურაბ ჰასანის ძე გორგილაძე (დ. 5 მაისი, 1937, სოფ. ხალა, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აპრილი, 2006, ბათუმი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ გორგაძეებში 1944-1948 წლებში. 1956 წელს დაამთავრა სოფელ ხალას საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 1961 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად.

1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართევლოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად. ასევე 1992-1994 წლებში მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1961 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „ნედლი სალამური“. ავტორია პოეტური კრებულებისა: „დიდი თვალები“ (1964), „ლირიკული პოემები“ (1969), „ზღვიდან აკრეფილი კენჭები“ (1970), „ლექსები“ (1973), „სინაზე“ (1977), „ლირიკა“ (1979), „მოფერება“ (1984) და სხვ. ლექსების ძირითადი თემატიკაა სიყვარული, აჭარის ისტ. წარსული და პოეტის მშობლიური კუთხის მკვიდრთა სულიერი სამყარო. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997).

პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი სამი წიგნი. იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]