როგნედა ღამბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როგნედა ღამბაშიძე
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1922(1922-01-14)
დაბ. ადგილი ზესტაფონი
გარდ. თარიღი 27 ივნისი, 1993(1993-06-27) (71 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ენათმეცნიერი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

როგნედა ღამბაშიძე (დ. 14 იანვარი, 1922, ზესტაფონი — გ. 27 ივნისი, 1993) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1946 წელს — ასპირანტურა.

1946-1953 წლებში მუშაობდა პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ კი ქართული ენის კათედრის გამგედ. 1955 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას. 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1988 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: ერთია ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობა, მეორე — ქართული დიალექტოლოგიის საკითხების კვლევა. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სხვადასხვა სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავება-დახვეწის საქმეში. 40 წლის მანძილზე მისი ხელმძღვანელობით და რედაქტორობით შეიქმნა და დაიბეჭდა 35 სამეცნიერო ტერმინოლოგია: ტექნიკური, სოფლის მეურნეობის, ფიზიკის, იურიდიული, გეოგრაფიის, ქიმიის, მეტალურგიის, მართვის ავტომატიზებული სისტემების, რადიოელექტრონიკისა და მრავალი სხვა. ცალკე უნდა აღინიშნოს მისი გამოკვლევები სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიულ პრობლემებზე, მისი მონაწილეობა საერთაშორისო თუ რეგიონალურ თათბირებზე, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. როგნედა ღამბაშიძის თეორიული კვლევის შედეგები შეჯამებულია მონოგრაფიაში „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“ (1986). განსაკუთრებულია მისი დამსახურება ქართული ენის ინგილოური დიალექტის შესწავლის საქმეში, რისი ღირსეული დაგვრიგვინებაც მისი „ქართული ენის ინგილოური ლექსიკონი“ (1988) იყო. მასვე ეკუთვნის ორიგინალური სახელმძღვანელო „ქართული ენის თვითმსაწავლებელი“.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“, დაიცვა 1988 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია (პირველი ლაურეატი)
  • გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეოფიზიკის ტერმინოლოგია = Геофизичксеая терминология: რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, თბ., მეცნიერება, 1988, გვ. 279
  • ქართული ენის ინგილოური კილოს ლექსიკონი, თბ., განათლება, 1988, გვ. 630
  • ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები, თბ., მეცნიერება, 1986, გვ. 182
  • მართვის ავტომატიზებული სისტემების ტერმინოლოგია, თბ., მეცნიერება, 1977, გვ. 90
  • გეოგრაფიის ტერმინოლოგია = Географическая терминология: რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, თბ., მეცნიერება, 1967, გვ. 206

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ენა: ენციკლოპედია, თბ. 2008, გვ. 529-530

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]