შინაარსზე გადასვლა

რობერტ კენედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რობერტ ფ. კენედი)
რობერტ კენედი
Robert Kennedy
რობერტ კენედი Robert Kennedy
რობერტ კენედი თეთრ სახლში, 1964 წელი
სენატორი ნიუ-იორკიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1965 – 6 ივნისი, 1968

აშშ-ის 64-ე გენერალური პროკურორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1961 – 3 სექტემბერი, 1964
პრეზიდენტიჯონ კენედი
ლინდონ ჯონსონი

დაბადებული20 ნოემბერი, 1925
ბრუკლაინი, მასაჩუსეტსი
გარდაცვლილი6 ივნისი, 1968 (42 წლის)
ლოს-ანჯელესი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეეთელ კენედი
რელიგიაკათოლიკე

რობერტ ფრენსის „ბობი“ კენედი (ინგლ. Robert Francis "Bobby" Kennedy; დ. 20 ნოემბერი, 1925 — გ. 6 ივნისი, 1968) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე და დემოკრატი სენატორი.

სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და შემდგომ ვირჯინიის სამართლის უნივერსიტეტში. მუშაობდა იუსტიციის დეპარტამენტში და მსახურობდა სენატის რამდენიმე კომისიაში, სანამ გახდა იუსტიციის მინისტრი მისი ძმასთან – ჯონთან1961 წ. იგი გადადგა 1964 წელს, მისი ძმის მკვლელობის შემდეგ. 1964 წელს იგი ნიუ-იორკიდან აირჩიეს აშშ-ის სენატის წევრად. 1964 წელს მან ააგო თავისი საარჩევნო კამპანია ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ.

1968 წელს კენჭს იყრიდა პრეზიდენტად დემოკრატიული პარტიიდან, მაგრამ კალიფორნიის პრაიმერის მოგების შემდეგ, 5 ივნისს, იგი მოკლა არაბმა ემიგრანტმა სირჰან სირჰანმა. მისი ცოლი, ეთელი, დარჩა 11 შვილით, მათგან მეთერთმეტე დაიბადა რობერტის მკვლელობის შემდეგ.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: