რკინის რაინდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რკინის რაინდი — ქართული როკჯგუფი. ჩამოყალიბდა 1990 წელს, გორში. მასში შედიოდნენ: როინ მელაძე (ვოკალი, გიტარა), ვასილი იკონნიკოვი (კლავიშები, ბეკვოკალი), აჩიკო გუდიაშვილი (ბასგიტარა) და მამუკა გრიგალაშვილი (დასარტყმელი საკრავები). ჩაწერილი აქვს ორი სტუდიური ალბომი ქართულ ენაზე და ერთი — რუსულად. ჯგუფის მუსიკაში შეთავსებული იყო რეინბოუს მელოდიურობისა და აირონ მეიდენის გიტარის პარტიების სტილისტიკა, ხოლო სცენაზე ჯგუფი Judas Priest-ის მსგავს იმიჯს იყენებდა.

2012 წელს კოლექტივი გაერთიანდა და რამდენიმე კონცერტი გამართა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგრევა მონობის კოშკი (1991)
  1. ინგრევა მონობის კოშკი (6:49)
  2. შავი მხედარი (5:09)
  3. გაიხედე უკან (4:38)
  4. იესუს (3:56)
  5. მთვარესთან ერთად (4:46)
მომეფერები (1992)
  1. მომეფერები (5:54)
  2. პირველი თოვლი (6:05)
  3. სამოთხის ვარდო (4:24)
  4. ქარი ქრის (4:42)
  5. Ты Или Я (4:30)
  6. He Maйся (3:52)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]