ჩრდილოეთის ქვეყანა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩრდილოეთის ქვეყანა
ჟანრი დრამა
რეჟისორი ნიკი კარო
პროდიუსერი ნიკ ვექსლერი
სცენარისტი მაიკლ ზაიცმანი
ნაწარმოები კოლექტიური საჩივარი
- კლარა ბინგემი, ლორა ლიდი გენსლერი
როლებში შარლიზ თერონი
ვუდი ჰარელსონი
მუსიკა გუსტავო სანტაოლალა
ოპერატორი კრის მენგესი
მონტაჟი დევიდ კოულსონი
სტუდია Participant Media
დისტრიბუტორი Warner Bros.
ხანგრძლივობა 126 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $35 მლნ
შემოსავალი $25 211 175

ჩრდილოეთის ქვეყანა (ინგლ. North Country) — 2005 წლის ამერიკული დრამატული ფილმი. დაფუძნებულია 2002 წელს გამოსულ წიგნზე, რომელიც ასახავს სექსუალური შევიწროების შესახებ სასამართლო დავას. შარლიზ თერონმა და ფრანსის მაკდორმანდმა მიიღეს ოსკარისა და BAFTA-ს ნომინაციები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოსი ეიმსის ქორწინება ინგრევა და ის მიემგზავრება მშობლიურ მხარეში, ჩრდილოეთ მინესოტაში სამსახურის საძიებლად. ეიმსს ორი შვილი ჰყავს. მათ სარჩენად ის იძულებულია, მუშაობა დაიწყოს მაღაროში, სადაც მამამისი მუშაობს. მაღაროშიდასაქმებულთა უმრავლესობა მამაკაცებია და ეიმსი წააწყდება მკაცრ რეალობას, სადაც ქალები დამცირებულები და შევიწროეულები არიან. ჯოსი მოწმე გახდება მაღაროელი კაცის მიერ მისი მეწყვილის, შერის შევიწროებისა. ამის შესახებ ჯოსი უფროსთან იჩივლებს, მაგრამ უფროსი მხოლოდ ქალს გააკრიტიკებს და არაფერს მოიმოქმედებს. მაღაროელი ბობი შარპი ჯოსისაც ავიწროებს. გლორია, ჯოსის მეგობარი, ურჩევს ქალს, სქელკანიანი გახდეს ამ პრობლემის მიმართ.

ჯოსი თავისი შვილის ჰოკეის მატჩს ესწრება ადვოკატ ბილისთან ერთად. ბობის ცოლი სცენას მოუწყობს საჯაროდ. მაღაროელი კაციები კი ატერორებენ ტუალეტში გამოკეტილ შერის. ჯოსი შეხვდება წარმოების უფროსს და იმედი აქვს, რომ მას დაანახებს არსებულ უსამართლობას, მაგრამ მალევე მიხვდება, რომ მისტერ პირსონის მიზანიც მხოლოდ ქალის გაჩუმებაა. ამის შემდეგ ბობი შარპი კვლავ თავს დაესხმება ჯოსის. ჯოსი მაღაროს კაფეში საჯაროდ დაადანაშაულებს ბობის თავდასხმაში.

ჯოსი გადაწყვეტს, სსამართლოს მეშვეობით დაიცვას მისი და მისი მეგობრების უფლებები. ჯოსის ადვოკატი ბილი ითხოვს, რომ სასამართლომ კოლექტიური სარჩელი განიხილოს, რათა მაღაროში დასაქმებული ყველა ქალის უფლება იყოს დაცული. ჯოსი ცდილობს სიტყვით გამოვიდეს მაღაროს პროფკავშირის კრებაზე, მაგრამ მას აწყვეტინებენ. სცენაზე ჯოსის მამა, აგრეთვე მაღაროელი ჰეკი ადის, რომელსაც მაღაროელებში კარგი რეპუტაცია აქვს. ჰენკი, რომელიც აქქამდე მხარს არ უჭერდა საკუთარ ქალიშვილს, ამჯერად ჯოსის დამცავი სიტყვით გამოდის. სასამართლოზე დაკითხვის დროს ჯოსის მოუწევს გაიხსენოს მისთვის მტკივნეული წარსული, როცა მასწავლებელმა გააუპატიურა. ჯოსი სასამართლოს მოიგებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]