შინაარსზე გადასვლა

რიფის ომი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიფის ომი
თარიღი 1921–1926
მდებარეობა ელ-რიფი
შედეგი
მხარეები
ესპანეთი

საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა

რიფის რესპუბლიკა
მეთაურები
მანუელ ფერნანდეს სილვესტრე

ფრანსისკო ფრანკო დამასო ბერენგუერი მიგელ პრიმო დე რივერა

ანრი ფილიპ პეტენი

  • სხვა
აბდ ელ-კრიმი და სხვები
ძალები
60,000–140,000 ჯარისკაცი

160,000 ჯარისკაცი ჩრდილოეთ მაროკოში 1925 სულ: 465 000 ჯარისკაცი +200 თვითმფრინავი

ესპანური შეფასებით: 80 000 არარეგულარული(არასდროს აღემატებოდა 20 000-ს ცეცხლსასროლი იარაღით) მათ შორის 7000-ზე ნაკლები „ელიტა“

სხვა წყაროები: 1925 წლის შემოდგომა: 35,000–50,000 1926 წლის მარტი: 20000-ზე ნაკლები

დანაკარგები
43500 მსხვერპლი

18 000 მსხვერპლი

30,000 მსხვერპლი (მათ შორის 10,000 დაღუპული)

რიფის ომი (ესპ. Guerra del Rif)-შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა 1921 წლიდან 1926 წლამდე ესპანეთის ოკუპანტ

კოლონიალისტებსა (რომელსაც შეუერთდა საფრანგეთი 1924 წელს) და ჩრდილოეთ მაროკოს[1] მთიანი რიფის რეგიონის ბერბერულ ტომებს შორის.

რიფიანებმა აბდ ელ-კრიმის მეთაურობით, თავიდან რამდენიმეჯერ დაამარცხეს ესპანურ ძალები პარტიზანული ტაქტიკის გამოყენებით და აიღეს ევროპული იარაღი. საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, აბდ ელ-კრიმის ძალების წინააღმდეგ და ესპანეთის ჯარების ძირითადი დაშვების შემდეგ ალ-ჰოცეიმაში (რომელიც ისტორიაში პირველ ამფიბიურ დაშვებად ითვლებოდა ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენებით) აბდ ელ-კრიმი ფრანგებს დანებდა. ის შემდგომში გადაასახლეს.

რიფის სახელმწიფო

1909 წლის ივლისში, ესპანელი მუშები აშენებდნენ სარკინიგზო ხიდს, რომელიც უზრუნველყოფდა რკინის მაღაროებზე წვდომას მელილას მახლობლად. მაშინ მათ თავს დაესხნენ რიფის ​​ტომები. ამ ინციდენტმა გამოიწვია ძალების გამოძახება თავად ესპანეთიდან. მომდევნო კვირების განმავლობაში შეტაკებების სერია ესპანელებს ათას კაცზე მეტ მსხვერპლად დაუჯდათ. სექტემბრისთვის ესპანეთის არმიას ჰყავდა 40 000 ჯარისკაცი ჩრდილოეთ მაროკოში. მათ დაიპყრეს ტომობრივი რეგიონები მელილას სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამხედრო ოპერაციები ჯებალაში, მაროკოს დასავლეთში, დაიწყო 1911 წელს ლარაშის დესანტით. 1914 წლამდე ესპანეთი მუშაობდა ყველაზე ძალადობრივი ტერიტორიების დიდი ნაწილის დასამშვიდებლად, საზღვრების კონსოლიდაციის ნელი პროცესი გაგრძელდა 1919 წლამდე, პირველი მსოფლიო ომის გამო. მომდევნო წელს, ფესის ხელშეკრულების[2] შემდეგ, ჩრდილოეთ მაროკოს მხარე პროტექტორატად ესპანეთს მიენიჭა. რიფის მოსახლეობამ მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია ესპანელებს, გააჩაღეს კონფლიქტი, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე წლის განმავლობაში.

1921 წელს, რეგიონზე კონტროლის კონსოლიდაციის მცდელობისას, ესპანეთის ჯარებმა განიცადეს კატასტროფული მარცხი ანუალის ბრძოლაში. გარდა ამისა დაიწყო აჯანყება, რომელსაც ხელმძღვანელობდა რიფიანების ლიდერი-აბდ ელ-კრიმი. შედეგად, ესპანელებმა უკან დაიხიეს რამდენიმე გამაგრებული პოზიციისკენ, ხოლო აბდ ელ-კრიმმა საბოლოოდ შექმნა მთელი დამოუკიდებელი სახელმწიფო: რიფის რესპუბლიკა[3]. კონფლიქტის განვითარება და მისი დასრულება დაემთხვა პრიმო დე რივერას[4] დიქტატურას, რომელიც ხელმძღვანელობდა კამპანიას 1924 წლიდან 1927 წლამდე. გარდა ამისა, 1925 წელს უარგას ბრძოლის შემდეგ, ფრანგები ჩაერივნენ კონფლიქტში და დაარსეს ერთობლივი თანამშრომლობა ესპანეთთან, რომელიც დასრულდა ალჰაუსემის დესანტით(ალჰუსემას დაშვება), რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა ომის მსვლელობისთვის. ესპანელებმა კონფლიქტის დროს ქიმიური იარაღიც გამოიყენეს. 1926 წლისთვის სიტუაცია დამშვიდებული იყო. აბდ-ელ-კრიმი იმ წელს დანებდა ფრანგებს და ესპანეთმა საბოლოოდ მოიპოვა ეფექტური კონტროლი პროტექტორატის ტერიტორიაზე.

რიფის ომი კვლავ საკამათოა ისტორიკოსებს შორის. ზოგიერთი მასში ხედავს ჩრდილოეთ აფრიკაში დეკოლონიზაციის პროცესის საწინდარს. სხვები მას თვლიან ერთ-ერთ ბოლო კოლონიალურ ომად, რადგან ესპანელების გადაწყვეტილებამ დაეპყრო რიფი - ნომინალურად მათი მაროკოს პროტექტორატის ნაწილი, მაგრამ დე ფაქტო დამოუკიდებელი - რამაც კატალიზატორი გახდა საფრანგეთის შესვლა 1924 წელს. რიფის ომმა ღრმა მეხსიერება დატოვა როგორც ესპანეთში, ასევე მაროკოში. 1920-იანი წლების რიფის აჯანყება შეიძლება განიმარტოს, როგორც ალჟირის დამოუკიდებლობის ომის წინამორბედი, რომელიც მოხდა სამი ათწლეულის შემდეგ.

მიგელ პრიმო დე რივერა

ფესის ხელშეკრულების შედეგად (1912) ესპანეთმა მოიპოვა მიწები მელილასა[5] და სეუტას გარშემო. 1920 წელს ესპანელმა კომისარმა, გენერალმა დამასო ბერენგუერმა გადაწყვიტა აღმოსავლეთის ტერიტორიის დაპყრობა ჯიბალას ტომებისგან, მაგრამ მცირე წარმატებას მიაღწია. მეორე მეთაური იყო გენერალი მანუელ ფერნანდეს სილვესტრე, რომელიც მეთაურობდა აღმოსავლეთ სექტორს. ფერნანდეს სილვესტრემ თავისი ჯარები გაავრცელა 144 ციხესიმაგრეში და ბლოკაოში, სიდი დრისიდან ხმელთაშუა ზღვაზე, რიფტის მთების გასწვრივ, ანუალამდე და ტიზი აზამდე და მელილამდე. ტიპიური ბლოკაო იკავებდა ათობით ადამიანს, ხოლო უფრო დიდ ციხესიმაგრეებში დაახლოებით 800 კაცი იყო. ფერნანდეს სილვესტრემ, რომელიც ცნობილია თავისი გამბედაობითა და იმპულსურობით, თავის ჯარისკაცებს ძალიან ღრმად უბიძგა რიფის მთებში, იმ იმედით, რომ მიაღწევდა ალჰუსემას ყურეს ლოჯისტიკური დამხმარე ქსელის აშენების გარეშე, რომელსაც შეეძლო მიეწოდებინა მისი ხალხი რიფის მთებში მდებარე ბლოკებში. კრიმმა ფერნანდეს სილვესტრეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აფრთხილებდა, არ გადსულიყო მდინარე ამეკრანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოკვდებოდა. ფერნანდეს სილვესტრემ ესპანურ პრესასთან კომენტარი გააკეთა წერილთან დაკავშირებით: "ეს კაცი, აბდ ელ-კრიმი გიჟია. მე არ ვაპირებ სერიოზულად მივიღო პატარა ბერბერი კაიდის [მოსამართლის] მუქარა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემს წყალობაზე მქონდა. მისი თავხედობა ახალ სასჯელს იმსახურებს“. კრიმმა ფერნანდეს სილვესტრეს ნება დართო რიფში ღრმად წასულიყო, რადგან იცოდა, რომ ესპანური ლოგისტიკა ესპანელი ისტორიკოსის ხოსე ალვარესის სიტყვებით, საუკეთესო შემთხვევაში, "მწვავე" იყო.

1921 წლის 1 ივლისს ესპანეთის არმიმ ჩრდილო-აღმოსავლეთ მაროკოში ფერნანდეს სილვესტრეს მეთაურობით მარცხი განიცადა, როდესაც დამარცხდა აბდ ელ-კრიმის ძალების მიერ. რაც ესპანეთში გავრცელდა, როგორც ანუალის კატასტროფა. დაახლოებით 8000 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა ან გაუჩინარდა დაახლოებით 20 000-დან. საბოლოო ესპანეთის დაღუპულთა რიცხვი, როგორც ანუალის, ასევე შემდგომი მარშრუტის დროს იყო დაახლოებით-13,192. ესპანელებმა უკან დაიხიეს და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ზოგჯერ ბრძოლები იმართებოდა მათ შორის. რიფიანი ძალები აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ და 130-ზე მეტი ესპანეთის სამხედრო პოსტი დაიპყრეს.

აბდ ელ-კრიმ მელილა

1921 წლის აგვისტოს ბოლოს ესპანეთმა დაკარგა 1909 წლიდან მოპოვებული ყველა ტერიტორია. ესპანეთის ჯარები დაბრუნდნენ მელილაში, რომელიც იყო მათი უდიდესი ბაზა აღმოსავლეთ რიფში. ესპანეთს ჯერ კიდევ ჰყავდა 14 000 ჯარისკაცი მელილაში თუმცა, აბდ ელ-კრიმმა უბრძანა თავის ძალებს, რომ არ შეეტიათ ქალაქისთვის. . შემდგომში მან უთხრა მწერალ ჯ. როჯერ-მატიუს, რომ ვინაიდან სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ცხოვრობდნენ მელილაში, ეშინოდათ, რომ ისინიც ომში ჩაერეოდნენ, თუ მათ მოქალაქეებს ზიანს მიაყენებდნენ. სხვა მიზეზებს შორის იყო რიფიელი მებრძოლების დაშლა რამდენიმე თავისუფლად მოკავშირე ტომიდან ანუალში გამარჯვების შემდეგ. აგვისტოს ბოლოს ესპანეთის ძალები მელილაში 36 000-ს შეადგენდა გენერალ ხოსე სანჯურჯოს მეთაურობით და დაკარგული ტერიტორიის აღდგენის ნელი პროცესი შეიძლება დაიწყებულიყო.

ამრიგად, ესპანელებს შეეძლოთ თავიანთი უდიდესი ბაზის შენარჩუნება აღმოსავლეთ რიფში. მოგვიანებით აბდ ელ-კრიმი აღიარებდა: "მწარედ ვნანობ ამ ბრძანებას. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. ყველა შემდეგი ტენორი ამ შეცდომის გამო მოხდა".

1922 წლის იანვრისთვის ესპანელებმა დაიბრუნეს თავიანთი მთავარი ციხე-სიმაგრე მონტე არუიტში (სადაც იპოვეს გარნიზონის 2 600 ადამიანის ცხედარი) და დაიკავეს სანაპირო დაბლობი ტისტუტინამდე და ბატელამდე. რიფიანმა ძალებმა გაამაგრეს შიდა მთები და ჩიხში მიაღწიეს.

ესპანელმა სამხედროებმა დანაკარგები განიცადეს ზღვაზეც კი. მარტში სატრანსპორტო ხომალდი Juan de Joanes ჩაიძირა ალჰუსემას ყურეში რიფის სანაპირო ბატარეებით. 1923 წლის აგვისტოში საბრძოლო ხომალდი España დაეშვა კონცხ Tres Forcas-ის მახლობლად და საბოლოოდ განადგურდა in situ.

ბერბერები ატარებდნენ ესპანელებისგან წართმეულ იარაღს. ესპანური მაუზერი და ფრანგი ბერტიე კარაბინი

ჩიხიდან გამოსვლის მცდელობისას ესპანელმა სამხედროებმა რიფიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას მიმართეს.

რიფის ომმა მკვეთრად მოახდინა პოლარიზაცია ესპანურ საზოგადოებას შორის. დავა იყო აფრიკალისტებსა და აბანდონისტებს შორის. აფრიკელისტებს სურდათ იმპერიის დაპყრობა აფრიკაში, აბანდონისტების კი-მაროკოს მიტოვება, რადგან თვლიდნენ, რომ ის არ ღირდა სისხლის დასაღვრელად და თანხის დასახარჯად. „ანუალის კატასტროფის“ შემდეგ, ესპანეთის ომი რიფში ცუდიდან უარესისკენ წავიდა და რადგან ესპანელები ძლივს ჩერდებოდნენ მაროკოში, აბანდონისტების მხარდაჭერა გაიზარდა. ბევრი ადამიანი ვერ ხედავდა ომს აზრს. 1923 წლის აგვისტოში, ესპანელი ჯარისკაცები, რომლებიც მაროკოში გაემგზავრნენ, აჯანყდნენ რკინიგზის სადგურებზე. მალაგაში სხვა ჯარისკაცებმა უბრალოდ უარი თქვეს იმ გემებზე ასვლაზე, რომლებიც მაროკოში უნდა წაეყვანათ, ხოლო ბარსელონაში მემარცხენეების უზარმაზარმა ბრბომ მოაწყო ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები. ესპანეთის დროშები დაწვეს მაშინ, როდესაც რიფის რესპუბლიკის დროშა აფრიალდა.

იმის გამო, რომ აფრიკალისტები მხოლოდ უმცირესობას შეადგენდნენ, ცხადი იყო, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ აბანდონისტები აიძულებდნენ ესპანელებს უარი ეთქვათ რიფზე, რომელიც 1923 წელს სამხედრო გადატრიალების მიზეზი გახდა. 1923 წლის 13 სექტემბერს გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ, სამხედრო გადატრიალების შედეგად ძალაუფლება მიიღო. გენერალი პრიმო დე რივერა ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმზ პერის სიტყვებით იყო "ზომიერი დიქტატორი", რომელიც დარწმუნებული იყო, რომ განხეთქილებამ აფრიკანისტებს და აბანდონისტების შორის, ესპანეთი მიიყვანა სამოქალაქო ომის ზღვარზე და სწორედ ამით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება.მას კრიზისიდან გამოსავალი უნდა ეპოვნა. გენერალმა პრიმო დე რივერამ მალევე დაასკვნა, რომ ომი წარუმატებელი იყო და განიხილა თავისი ჯარების სანაპიროზე უკან დახევა რიფის დროებით მაინც მიტოვების მიზნით. 1924 წლის ივლისის ბოლოს, პრიმო დე რივერა ეწვია ესპანეთის უცხოური ლეგიონის პოსტს ბენ ტიბში, რიფში. მას მიართვეს კვერცხების ბანკეტი სხვადასხვა ფორმით. ესპანურ კულტურაში კვერცხები სათესლე ჯირკვლების სიმბოლოა და კერძები გამიზნული იყო მკაფიო გზავნილის გასაგზავნად. პრიმო დე რივერამ მშვიდად უპასუხა, რომ არმიას მოეთხოვებოდა მხოლოდ ტერიტორიის მინიმუმის მიტოვება და რომ უმცროს ოფიცრებს არ უნდა ეკარნახათ მაროკოს პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი ზომები, . მან შემდგომში შეცვალა გაყვანის გეგმები, უკან დახია ესპანეთის ჯარები შაუენიდან და ვად ლაუს რეგიონიდან მომზადებულ გამაგრებულ საზღვრამდე, სახელად "პრიმოს ხაზი".

ალჰაუშემას დაშვება

საფრანგეთის ჩარევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლის მაისში ფრანგულმა არმიამ დაადგინა საგუშაგოების ხაზი მდინარე ორეღლას ჩრდილოეთით სადავო ტომების ტერიტორიაზე. 1925 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 8000 რიფიელი თავს დაესხა ამ ხაზს და ორ კვირაში 66 ფრანგული პოსტიდან 40-ზე მეტი შაღებული ან მიტოვებული იყო. საფრანგეთის მსხვერპლი აღემატებოდა 1000 მოკლულს, 3700 დაჭრილს და 1000 უგზო-უკვლოდ დაკარგულს - რაც წარმოადგენდა მათი რიფში განლაგებული ძალების 20 პროცენტზე მეტს. შესაბამისად, ფრანგები ომში ჩაერთვნენ და ესპანეთის მხარეზე დაიწყეს ბრძოლა.მათ დანიშნეს მარშალი პეტინი საექსპედიციო ძალის მთავარ მეთაურად 160 000-მდე კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ჯარისკაცით მეტროპოლიის, ალჟირის, სენეგალის და სხვა უცხოური ლეგიონის ქვედანაყოფებიდან. ესპანეთის ჯარების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე დაახლოებით 90 000 იყო. რიფის ჯარების რაოდენობა სერიოზულად მცირე იყო ფრანკო-ესპანელი ჯარის რაოდენობისგან განსხვავებით.

საბოლოოდ საფრანგეთის მხრიდან, ომისა და დაავადებების შედეგად დაიღუპლთა რაოდენობა შეადგენდა 8628-ს.

1925 წლის 17 სექტემბერს საფრანგეთის სამსახურში მყოფი ამერიკელი დაქირავებული ფლაერების ესკადრილიამ დაბომბა შეფშაუენი.

1925 წლის 8 მაისს დაწყებული საბოლოო შეტევისთვის ფრანგებს და ესპანელების ჯარი 123 000 კაცს შეადგენდა და 150 თვითმფრინავის მხარდაჭერით, 12 000 რიფიელების წინააღმდეგ იბრძოლეს. უმაღლესმა ტექნოლოგიამ მალე გადაჭრა ომის მიმდინარეობა საფრანგეთისა და ესპანეთის სასარგებლოდ. საფრანგეთის ჯარები სამხრეთიდან დაიძრნენ, ხოლო ესპანურმა ფლოტმა და არმიამ უზრუნველყო ალჰუსემასის ყურე სადესანტო ოპერაციით სექტემბერში (ისტორიაში პირველი ამფიბიური დაშვება, სადაც გამოიყენეს ტანკები და საზღვაო საჰაერო მხარდაჭერა) და დაიწყეს შეტევა ჩრდილოეთიდან. ერთწლიანი მწარე წინააღმდეგობის შემდეგ, აბდ ელ-კრიმი, ორივე ტომის ლიდერი, ჩაბარდა საფრანგეთის ხელისუფლებას და 1926 წელს ესპანური მაროკო საბოლოოდ დაიბრუნა.

თუმცა, ესპანეთში ომის არაპოპულარობამ და ესპანეთის სამხედროების ადრეულმა დამარცხებებმა ხელი შეუწყო ესპანეთის მთავრობის არასტაბილურობას და 1923 წლის სამხედრო გადატრიალებას.

1.რიფის ომი (ინგ.)

2.რიფის ომი

3. რიფის ომი

  1. მაროკო.
  2. ფესის ხელშეკრულება.
  3. რიფის რესპუბლიკა.
  4. მიგელ პრომო დე რივერა.
  5. მელილა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიფის_ომი“-დან