რიტა კოლველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიტა კოლველი
ინგლ. Rita Rossi Colwell
დაბ. თარიღი 23 ნოემბერი, 1934(1934-11-23)[1] (89 წლის)
დაბ. ადგილი Beverly
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ბიოლოგი და მიკრობიოლოგი
მუშაობის ადგილი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი და მერილენდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვაშინგტონის უნივერსიტეტი და პერდიუს უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები უილიამ პროქტერის პრემია სამეცნიერო მიღწევებისთვის[2] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[3] , მეცნიერების ეროვნული მედალი, ვენივარ ბუშის პრემია[4] , Stockholm Water Prize[5] , ჰელმჰოლცის მედალი, Fellow of Bangladesh Academy of Sciences, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, International Prize for Biology[6] [7] , AAAS-ის წევრი, მერილენდელი ქალების დიდების დარბაზი[8] და უილიამ ბოუის მედალი[9]

რიტა კოლველი (ინგლ. Rita Rossi Colwell ; დ. 23 ნოემბერი, 1934 ბევერლი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი მეცნიერი, მიკრობიოლოგი და ოკეანოლოგი, საზღვაო მიკრობიოლოგიის სპეციალისტი, [10] რომელიც მუშაობს ინფექციური დაავადებების, წყლისა და ჯანმრთელობის გლობალურ საკითხებზე. აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (2000) და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი, კოლეჯ პარკში მერილენდის უნივერსიტეტის (1972 წლიდან) და ჯონ ჰოპკინზის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის  (Johns Hopkins Bloomberg School of Public Health) პროფესორი (2004 წლიდან). ასევე Canon US Life Sciences, Inc.-ის საპატიო თავმჯდომარე და CosmosID, Inc-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1998-2004 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. დაჯილდოებულია მეცნიერების ეროვნული მედლით (2006) და სხვა მაღალი პრესტიჟული, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოებით. 2005 წელს იგი შეიყვანეს ქალთა ეროვნული დიდების დარბაზში. მისი ძირითადი სამეცნიერო აღმოჩენები უკავშირდება ქოლერას, [11] რომლის კვლევასაც მეცნიერმა 40 წელზე მეტი დაუთმო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიტა კოლველი დაიბადა იტალიელი ემიგრანტის მრავალშვილიან ოჯახში. უკვე სკოლაში გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და ინტერესი მეცნიერების მიმართ. [11] დაამთავრა პერდუს უნივერსიტეტი ბაქტერიოლოგიის ბაკალავრის, (1956); და გენეტიკის მაგისტრის (1958 წ.) ხარისხით. 1961 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ოკეანოგრაფიაში შემდეგ იქვე ასწავლიდა 1964 წლამდე. 1960-იან წლებში იგი გახდა პირველი მკვლევარი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამა ბაქტერიოლოგიური მონაცემების ანალიზისთვის. [11] როგორც ამბობდნენ, რიტა კოლველი იდგა ბიოინფორმატიკის სათავეებთან. [12]

1964 წლიდან გახდა ასისტენტ პროფესორი, 1966-1972 წწ. — ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი. 1972 წლიდან— მიკრობიოლოგიის პროფესორი, 2004 წლიდან — მერილენდის უნივერსიტეტის პარკ-კოლეჯის გამორჩეული პროფესორი (Distinguished University Professor); 1983-1987 წლებში იმავე უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი აკადემიურ საკითხებში, ასევე ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს. დააარსა და უნივერსიტეტის საზღვაო ბიოტექნოლოგიის ცენტრი. [13]

1984 წელს იგი პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა დანიშნა National Science Board - ის საბჭოში, სადაც 1990 წლამდე მსახურობდა. 1985 წელს გახდა American Society for Microbiology — საზოგადოების პრეზიდენტი. [14] 1990-1994 წლებში — International Union of Microbiological Societies - ის პრეზიდენტი. 1995-1996 წლებში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტი.

1998-2004 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ამავე დროს იყო ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელიც ასევე იყო მეცნიერების და ტექნოლოგიების ეროვნული საბჭოს (National Science and Technology Council) სამეცნიერო კომიტეტის თანათავმჯდომარე — პირველი ქალი, რომელიც ამ ფონდს ხელმძღვანელობდა.

2004 წლიდან, ასევე ჯონ ჰოპკინზის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (Johns Hopkins Bloomberg School of Public Health) უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი (Distinguished University Professor). [15] მის სამეცნიერო სკოლა ითვლის ასზე მეტ კურსდამთავრებულს და პოსტდოქტორანტს. [15] 2008 წელს მან დააარსა კომპანია CosmosID [12], რომლის თავმჯდომარეც თავადაა.

რიტა კოლველი არის ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (2002 [16] ), შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის, კანადის სამეფო საზოგადოების (2001), ბანგლადეშის მეცნიერებათა აკადემიის, ინდოეთის მეცნიერებათა აკადემიის, [11] ამერიკის მიკრობიოლოგიის აკადემიის [14] და გამომგონებელთა ეროვნული აკადემიის (2016), ირლანდიის სამეფო აკადემიის [12] საპატიო წევრი (2010). [17]

1988 წლიდან, Cosmos Club-ის  წევრი. 1991-1992 წლებში Sigma Xi - ს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, საფრანგეთის, ინდოეთის, ისრაელის, ბანგლადეშის, ჩეხოსლოვაკიის და აშშ-ის მიკრობიოლოგიური საზოგადოებების საპატიო წევრი. [18]

მეცნიერის სახელი ეწოდა ანტარქტიდის გეოლოგიურ ობიექტ Colwell Mastiff - ს. რიტა კოლველი არის ქვინსლენდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) საპატიო პროფესორი (მიკრობიოლოგია, 1988 წლიდან). [19] 61 საპატიო სამეცნიერო ხარისხის მფლობელი, [18] მათ შორის პერდუს უნივერსიტეტის და ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტის (DSHC, 2001). [20]

მეცნიერი 17 წიგნის და 800-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. [21] [11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FemBio database
  2. https://www.sigmaxi.org/programs/prizes-awards/william-procter
  3. https://www.womenofthehall.org/inductee/rita-rossi-colwell/
  4. https://www.nsf.gov/nsb/awards/bush_recipients.jsp
  5. http://www.siwi.org/prizes/stockholmwaterprize/laureates/dr-rita-colwell-usa/
  6. https://umdrightnow.umd.edu/news/umds-colwell-awarded-2017-international-prize-biology
  7. http://www.jsps.go.jp/english/e-biol/02_pastrecipients.html
  8. https://msa.maryland.gov/msa/educ/exhibits/womenshall/html/whflist.html
  9. https://www.agu.org/Honor-and-Recognize/Honors/Union-Medals/William-Bowie-Medal?m-search-result=william%20bowie
  10. American Scientists — Charles W. Carey — Google Книги
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Rita Colwell, world-renowned microbiologist and science leader, to receive the Vannevar Bush Award | NSF — National Science Foundation. ციტირების თარიღი: 2017-11-14
  12. 12.0 12.1 12.2 Colwell Named a Fellow in the National Academy of Inventors | UMIACS. ციტირების თარიღი: 2017-11-14
  13. Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2017-11-14
  14. 14.0 14.1 https://www.asm.org/index.php/asm-news/item/6800-rita-colwell-receives-international-prize-for-[მკვდარი ბმული]biologyთარგი:Недоступная ссылка
  15. 15.0 15.1 International Prize for biology | Japan Society for the Promotion of Science. ციტირების თარიღი: 2017-11-14
  16. Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2017-11-14
  17. Rita Colwell | Royal Irish Academy. ციტირების თარიღი: 2017-11-14
  18. 18.0 18.1 Professor Dr Rita Colwell — MSA FOUNDATION[მკვდარი ბმული]
  19. Eminent scientist to receive honorary degree — UQ News — The University of Queensland, Australia
  20. Dr Rita Colwell — Alumni & Community — University of Queensland
  21. Leadership — Women’s Global Health Institute — Purdue University. ციტირების თარიღი: 2017-11-14