რიო-დე-ჟანეირო-გალეანის საერთაშორისო აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რიო-დე-ჟანეირო-გალეანის საერთაშორისო აეროპორტი
Aeroporto Internacional do Rio de Janeiro/Galeão – Antônio Carlos Jobim
IATA-ს კოდი: GIGICAO-ს კოდი: SBGL
TBS — ბრაზილია
TBS
TBS
აეროპორტის მდებარეობა ბრაზილიაში
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო/სამხედრო
მფლობელი ბრაზილია
ოპერატორი Infraero
ემსახურება რიო-დე-ჟაენირო
ადგილმდებარეობა რიო-დე-ჟაენირო
სიმაღლე ზდ 9
კოორდინატები 22°48′36″ ს. გ. 43°14′37″ დ. გ. / 22.81000° ს. გ. 43.24361° დ. გ. / -22.81000; -43.24361 (რიო-დე-ჟაენიროს საერთაშორისო აეროპორტი)
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
4 000 ბეტონი
3 180 ასფალტი

რიო-დე-ჟანეირო-გალეანის ანტონიო კარლოს ჟობიმის საერთაშორისო აეროპორტი (პორტ. Aeroporto Internacional do Rio de Janeiro/Galeão – Antônio Carlos Jobim) — ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მთავარი აეროპორტი. სახელი ეწოდა გალეანის პლაჟისგან, რომელიც თავდაპირველ მგზავრთა ტერმინალის პირდაპირ მდებარეობს. 1999 წლის 5 იანვარს, აეროპორტს ასევე ეწოდა ბრაზილიელი მუსიკოსის — ანტონიო კარლოს ჟობიმის სახელი. გელეონი მოხსენიებულია მის კომპოზიციაში „Samba do avião“.

აეროპორტი უმსხვილესია მთელს ბრაზილიაში და მას სამთავრობო უწყება Infraero მართავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეროპორტის ისტორია 1923 წლის 10 მაისს იწყება, როდესაც გელეანის პლაჟის სიახლოვეს, კუნძულ გოვრენადორზე საზღვაო ავიაციის სკოლა დაარსდა. 1941 წლის 22 მაისს, როდესაც ბრაზილიის საჰაერო ძალების სამინისტრო შეიქმნა, სკოლა გალეონის საჰაერო ძალების ბაზად გადაკეთდა; აშენდა ტერმინალი და საწყობები, გაფართოვდა ასაფრენი ბილიკი. ეს შენობები დღესაც არსებობს და გალეანის საჰაერო ძალების ბაზა კვლავაც აქტიურია. როდესაც 1942 წლის 22 აგვისტოს ბრაზილიამ ღერძ ბერლინი-რომი-ტოკიოს ომი გამოუცხადა, აეროდრომის გამოყენება ინტენსიურად დაიწყეს მოკავშირეებმა II მსოფლიო ომთან დაკავშირებული ოპერაციების ჩასატარებლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: